Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tedoqeti blog

ვინმეს გეშინიათ სიბნელის

ვინმეს გეშინიათ სიბნელის, ან თუნდაც მარტოობის?- მე არა... იყო დრო როცა მეშინოდა, როდესაც ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი მაგრამ ახლა აღარაფრის მეშინია. ანდაც რისი უნდა მეშინოდეს? ყოველდღე დავჯდები ჩემს ოთახში და ვინიცის რამდენი ხანი გადის ასე, ჩემთვის დრო გაჩერდა, ირგვლივ სიჩუმე მეფობს, მხოლოდ დროდადრო თუ ავახრიალებ ჩემთან ერთად დროში დაკარგულ გრამაფონს,
რომელსაც დროის კვალი ძალიან დასტყობია, აი მაშინ კი მუსიკის ჰანგები სიჩუმეს ეცეკვება, ნამდვილი ზეიმია... მაგრამ ეს მხოლოდ ვოტახანს გრძელდება, მარტოობის დამპალი სევდა სხეულში მიძვრება და ყოველ ორგანოს მიღრღნის. მხოლოდ ოცნებაღა დამრჩა სანუგეშოდ. ოცნება, რომელიც გრამაფონის ნოტებს იპარავს და ჩუმად, ჩემს წარმოსახვაში ცეკვავს... მაგრამ რაღა აზრი აქვს ოცნებას? რაც იყო იყო, რაც არა და... რა აზრი აქვს ფუჭ იცნებას? ოცნებას რომელიც მხოლოდ ოცნების ანარეკლია, რეალობის, რომელიც გინდა რომ იყოს, მაგრამ ის სულ სხვაა... რეალობაა მხოლოდ ოთხი კედელი, რომელმაც სიბნელეს უფლება მისცა მასზე ებატონა და გამეფდა კიდეც, მისი თანამძრახველი კი სიჩუმე გახდა, სიჩუმე რომელსაც ძველისძველი გრამაფინის კვნესახანდახან არღვევს და ასე იქნება მანამ, სანამ თვალიდან ბოლო ცრემლი არ ჩამოვარდება და დაბზარულ სახეზე სადღაც შორს არ დაილექება, აი მაშინ კი ბოლოჯერ ჩავხედავ ოცნებას თვალებში და ძველისძველი გრამაფონი ბოლო აკორდს დაუკრავს..

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.