Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
NnIiNnIi blog

მთელი არსებით მტკივა, გესმის ჩემი?? ძალიან მტკივა..

ახლა უკვე საღამოა,დეკემბრის ცივი საღამო,ხედავ რამდენი დრო გავიდა?რათქმაუნდა,შენთვის ძალიან ცოტაა,მაგრამ ჩემთვის ეს მთელი ცხოვრებაა,
უსასრულო,უსაშველო ტკივილი,რომელიც გულს მოსვენებას აღარ აძლევს,მახსენებს შენს თავს და მკლავს,მკლავს კითხვებითა და მოგონებებით,მახსენებს იმ წვიმიან საღამოს ერთად
რომ ვსეირნობდით,მახსოვს როგორ მიკრავდი გულში და მეუბნებოდი თუ რაოდენ ძვირფასი ვიყავი შენთვის...
ეჰ,ნეტავ რა აზრი აქვს ამის გახსენებას,მე მივხვდი,შენ,ერთი დიდი ტყუილი იყავი,რომელიც ცოტა ხნით სიმართლის სახით მომევლინა და თავი რეალური სიყვარულის
სამყაროში მაგრძნობინა,მაგრამ,დამთავრდა,წახვედი,დაიკარგე,ხო..ზუსტად ასე..თავი შემაყვარე და დაიკარგე...
ჩემში ჯერაც არაფერი შეცვლილა,დიახ,არ ვმალავ,ვაღიარებ,დღემდე მიყვარხარ და მჭირდები,ახლაც,როცა ამ წერილს გწერ,გული მკლავს და ცრემლი მახრჩობს,
ვაცნობიერებ,რომ შენ აღარასდროს დაბრუნდები,მაგრამ გულის სიღრმეში,მაინც ანათებს იმედის პატარა ნაპერწკალი,ვოცნებობ იმ დღეზე,როცა უწინდებურად ჩამიკრავ გულში,
ხომ იცი ოცნება მაინც უვნებელია,ამბობენ ოცნებას კაცი არ მოუკლავსო,ჰოდა,მეც ასე ვოცნებობ...ვოცნებობ შენზე..და არავის ვუმხელ ამას,რა განა შეუძლია ვინმეს დამეხმაროს?...არა..
არა.. არავის.. ვერავინ გამიგებს ისე,როგორც შენ მიგებდი,ვერავინ შემომანათებს თავის ლამაზ თვალებს ისე,როგორც შენ,ვერავინ გამითბობს გაყინულ გულს ისე თბილად როგორც შენ..
ოჰ,ღმერთო..როგორ მჭირდება ახლა ის,ის ერთადერთი,რატომ წამართვი?რატომ??.... მტკივა.. მთელი არსებით მტკივა, გესმის ჩემი?? ძალიან მტკივა..
 

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 
You cannot see comments of this entry.
 
User
offline NnIiNnIi (21)
საქართველო, აჭარა, ბათუმი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.