Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
G-guranda blog

მთელი წელია სიყვარულს ვითმენ

მთელი წელია სიყვარულს ვითმენ
და გერიდებით, მთელი წელია..
გიშრის ბეჭედი მიბრწყინავს თითზე
და მარტოობის აღარ მრცხვენია..

ისევ უთქვენოდ მოვიდა თოვლი...
წელსაც ვერავინ გაიგებს, ალბათ,
ვის უცდის ჩემი ლალი და ბროლი,
ჩემი ყველაზე ლამაზი კაბა..

დავწერ თქვენს სახელს და მერე - წავშლი..
ვითმენ სიყვარულს.. თქვენ კი ბერდებით..
და რაღაც არის ამ მოთმენაში
რაც გასამხელად არ მემეტება

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.