Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
G-guranda blog

ნახე,რა წვიმად მოვედი

ნახე,რა წვიმად მოვედი?!
გული გამილღვა უბეში...
წამო კოჭები გიკოცნოს
წვიმამ ნაგუბმა გუბეში...
წამო თმებს ნესტი აასხას
მარცვალ-მარცვალი ბროლისა,
ეხლა გაგანდო სათქმელი
მერე იწვიმებს ,როდისღა?!
მერე ათასებს ვიპოვნი
სათქმელს გასამხელს რითმებში...
წვიმის საკაბეს გაჩუქებ
ამ ჩემს ნამიან ფიქრებში...
ადე,გამომყევ ლამაზო
გუბეს ჩავხედოთ წვიმისას
თორემ იდარებს დილაზე
ოცნებაც გადაგივლის და...
მზერა აჰყვება სალ კლდეებს
იმ ამაყ არწივებამდე...
მომკლავს უშენოდ დარჩენა
მეორე გაწვიმებამდე..

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.