Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
cicqna1 blog

არ დაიჯერო...

არ დაიჯერო... თითქოს მაკლიხარ,
არ დაიჯერო... თითქოს გინატრე,
შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამით...
შენ ხომ ჩემში ხარ, როგორც სინათლე.
ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა,
ან მარტოსულად როგორ ჩამთვალეს,
რად ვერ ამჩნევენ რომ მზეებივით,
შენი თვალები დააქვთ ჩემ თვალებს...
როგორ თქვეს ჩემზე ცხოვრობს ეულად,
და გულზე დარდებს იკრავს ღილივით,
სასაცილოა... რად ვერ შენიშნეს,
ჩემს ბაგეებზე შენი ღიმილი.
უკვირთ აღმართზე მყარად რომ მივალ...
მე ხომ გეყრდნობი მხარზე გოლიათს,
სასაცილოა... როდესაც ვტირი,
ის ცრემლი მარტო ჩემი ჰგონიათ...
მე შენი სულიც მიმაქვს სხეულით,
მინდა ლაჟვარდის ფრთებზე ვარწიო...
და უკვდავებას თუ ვერ ვუბოძებ,
ლექსებად მაინც გადავაქციო
თითქოს მაკლიხარ,
არ დაიჯერო... თითქოს გინატრე,
შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამით...
შენ ხომ ჩემში ხარ, როგორც სინათლე.
ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა,
ან მარტოსულად როგორ ჩამთვალეს,
რად ვერ ამჩნევენ რომ მზეებივით,
შენი თვალები დააქვთ ჩემ თვალებს...
როგორ თქვეს ჩემზე ცხოვრობს ეულად,
და გულზე დარდებს იკრავს ღილივით,
სასაცილოა... რად ვერ შენიშნეს,
ჩემს ბაგეებზე შენი ღიმილი.
უკვირთ აღმართზე მყარად რომ მივალ...
მე ხომ გეყრდნობი მხარზე გოლიათს,
სასაცილოა... როდესაც ვტირი,
ის ცრემლი მარტო ჩემი ჰგონიათ...
მე შენი სულიც მიმაქვს სხეულით,
მინდა ლაჟვარდის ფრთებზე ვარწიო...
და უკვდავებას თუ ვერ ვუბოძებ,
ლექსებად მაინც გადავაქციო

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline cicqna1 (33)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.