Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

აჭარული ხაჭაპური

ფქვილი 1კგ.მდე,ყველი 1კგ.საფუარი 1ჩ.კ.ზეთი 50გრ,კვერცხი 7ც,კარაქი 60გრ.

2ჩ.ჭ.თბილ წყალში ჩავყარით საფუარი,აურიოთ და ვაცალოთ ამოსვლა.როცა ამოვა,ჩავასხათ ზეთი და ისევ აურიოთ.ახლა ჩავყაროთ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი,

ზეთით ამოვიყვანთ.(ცომი ხელზე უნდა გეკვრებოდეს).დავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად.როცა ამოვა შეუდგეთ ცხობას.(ესეთი წესით მომზადებული ცომი გამოდის ძალიან რბილი.ამას ვიყენებ იმერულ ხაჭაპურშიც ,ღვეზელებშიც,პიცაშიც და ასე შემდეგ)





ესეც ჩვენი ცომი.ახლა გავყოთ 6 ნაწილად.თითოეული გავაბრტყელოთ მრგვლად;



დავაყაროთ ყველი;





გვერდებიდან ავკეცოთ;




მივცეთ ესეთი ფორმა;




წაუსვათ ზემოდან ცომს-წინასწარ ათქვეფილი 1კვერცხის გული,და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად.




სანამ ბოლომდე გამოცხვება,5წუთით ადრე გამოვიღოთ და ჩავახალოთ კვერცხები.შევდგათ გაზქურაში რამდენიმე წუთით,სანამ კვერცხის ცილა არ მოიბრაწება.




ხაჭაპური მზად არის.გაზქურიდან გამოღებისთანავე თითოეულში ჩავაგდოთ 10გრ.კარაქი.მიირთვით გემრიელად.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

tiko198 (90)
warmoidginet es xachapuri ar michamia arasodes,kvercxi rom aq zemodan,ver vbedav gavsinjooo
#1, 29.12.2011 - 11:10
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.