Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ვაშლის სამარხვო ნამცხვარი

მასალა:

  • 1 კგ. ვაშლი
  • 1 ჩ.ჭ. ზეთი
  • 1 ჩ.ჭ. შაქარი
  • 3.5 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 2-3 ს.კ. შაქრის ფქვილი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 პაკეტი ვანილი
  • 1/2 ჩ.ჭ. ცხელი წყალი

ჯამზე დაყარეთ სამი ჩაის ჭიქა ფქვილი, გაუკეთეთ ღრმული, ჩაასხით ზეთი და ნახევარი ჭიქა ცხელი წყალი, დაამატეთ სოდა და მოზილეთ ცომი. ვაშლი (სასურველია მცირე ზომის) გათალეთ და დაჭერით.

გულის მოსამზადებლად ერთმანეთს აურიეთ ერთი ჩაის ჭიქა შაქარი, ნახევარი ჭიქა ფქვილი და ვანილი.

ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ, დადეთ ფქვილმოყრილ ტაფაზე, თანაბრად გადაანაწილეთ მასზე გული, დააწყვეთ ვაშლის ნაჭრები და დააფარეთ ცომის მეორე ფენა. გვერდები ამოუკეცეთ და გამოაცხვეთ ნელ ცეცხლზე.

როდესაც გავარდისფერდება, გამოიღეთ და დაჭერით თბილი.

როცა გაცივდება, მოაყარეთ შაქრის ფქვილი.


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.