Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ხაჭოს ბურთულებიანი ნამცხვარი

ხაჭოს ბურთულები:250გრ.ხაჭო,2ც.კვერცხის გული,50გრ.ქოქოსოს ბურბუშელა,50გრ.შაქრის ფხვნილი,3სად.კოვზი(უთაო)კარტოფილის ფქვილი.

შოკოლადიანი მასა:4კვერცხი(ცილა და გულები ცალ-ცალკე),30გრ.შაქრის ფხვნილი(კვერცხის ცილისთვის)+30გრ.შაქრის ფხვნილი(კვერცხის გულისთვის),50გრ.შოკოლადი,2სად.კოვზი ხორბლის ფქვილი,2სად.კოვზი კარტოფილის ფქვილი,3სად.კოვზი კაკაო,მწკივი მარილი,საფუარი დანის წვერით, ვანილი.

ხაჭოს ბურთულების მომზადება:ავურიოთ ხაჭო,შაქარი,ქოქოსის ბურბუშელა და კვერცხის გული ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და გავაკეთოთ სველი ხელებით ბურთულები.

შოკოლადიანი მასის მომზადება:ავთქვიფოთ კვერცხის გული+შაქარი+ვანილი ერთგვაროვანი თეთრი მასის მიღებამდე და დავუმატოთ დამდნარი შოკოლადი.ცალკე ხორბლის ფქვილი+კარტოფილის ფქვილი+საფუარი+კაკაო+მარილი ერთმანეთში აურიოთ და დაუმატოთ შოკოლადიან მასას.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა+შაქარი-ღრუბლისმაგვარი მასის მიღებამდე და ნელ-ნელა ჩაუშვათ შოკოლადიან მასაში, თან ხის კოვზით ამოვურიოთ ფრთხილად.

ფორმაში(რომელსაც გვერდები ეხსნება)ჩავაწყოთ ხაჭოს ბურთულები და ზემოდან ფრთხილად დავასხათ შოკოლადიანი მასა.გაცხელებულ გაზქურაში (175გრადუსზე) შევდგათ და ვაცხოთ 30-40წთ.გამოვიღოთ,გავაციოთ და ცივს მოვასხათ შოკოლადის მინანქარი.მიირთვით გემრიელად.

p.s.თუ თქვენი ფორმა უწვავი არ არის პერგამენტის ქაღალდის ჩაფენა არ გადავიწყდეთ.











Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.