Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ნიგვზის ხარჩო

1,5კგ.საქონლის ხორცს(ან ქათმის)გავრეცხავთ,დავჭრით სასურველ ნაჭრებად.დავასხამთ წყალს,დავადგამთ ცეცხლზე.როცა ადუღდება 5წუთის შემდეგ წყალს გადავასხამთ,ხორცს გავრეცხავთ და ისევ დავადგამთ ცეცხლზე მოსახრაკად.ჩავყრით 2საშ.ზომის წვრილად დაჭრილ ხახვს,ცოტა წვრილად დაჭრილ ნიახურს,2-3 გახეხილ პიმიდვრის წვენს(ან 1სად.კ. ტომატ-პიურეს),2-3დაფნის ფოთოლს და ვხრაკავთ დაბალ ცეცხლზე.

ცალკე დავფქვავთ 400-500 ნიგოზს.დავამატებთ 3-4კბილ ნიორს,1სად.კოვზ(უთაოს)პურის ფქვილს,0,5ჩ.კ.ყვითელ ყვავილს,0,5ჩ.კ.უცხო სუნელს,0,5ჩ.კ.ხმელ დაფქვილ ქინძს,მარილს და წითელ წიწაკას გემოვნებით.ამას დავასხამთ ცოტაოდენ წყალს და კარგად აურევთ.შეგიძლიათ ეს მასა ბლენდერშიც ადღვიბოთ.შემდეგ ამ ნიგვზიან მასას დავასხამთ ხორცს რომელიც გვიდგას ცეცხლზე და თან ურევთ.სისქე დავაყენოთ როგორიც გვსურს ადუღებული წყლით.დაბალ ცეცხლზე იდუღოს 20-30წთ.ნიგვზიანი ხარჩო მზად არის.მიირთვით გემრიელად.

სხვადასხა ვარიანტით კეთდება ნიგვზიანი ხარჩო,ზოგი მიხაკს და დარიჩინსაც ამატებს,ზოგიც ბროწეულს,(მე პირადად არ მომწონს)ასე რომ თქვენს გემოვნებაზეა. მე ჩემი ვარიანტი შემოგთავაზეთ.




ეს ხარჩო ნაკლებპომიდვრიანი საქონლის ხორცის,და ნიგვზისგან გამოხდილი ზეთი აქვს მოსხმული.




ეს ქათმის ხარჩოა,პომიდვრის წვენი მომეტებულად აქვს და ბლენდერშიც არ არის ათქვეფილი.


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.