Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ქათმის ხარდალი


საჭირო მასალა: 3 ნაჭერი ქათმის ფილე, 300 გ ბროკოლი, 300 გ დაკონსერვებული ან ახალი ქამა სოკო, 4 ს.კ. ჟელატინი, 1 ცალი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 3 ცალი დაფნის ფოთოლი, 1 კოლოფი დაკონსერვებული მოხარშული სიმინდი, 3-5 ცალი პილპილის მარცვალი, 1 კონა კამა და ოხრახუში მოსართავად, მარილი გემოვნებით

მომზადება: ქათამს დავასხათ წყალი, მოვაყაროთ მარილი, დავუმატოთ მთლიანი სტაფილო და ხახვი და მოვხარშოთ. ხარშვის ბოლოს დავამატოთ პილპილი და დაფნის ფოთლები. ბულიონი სხვა ჭურჭელში გადავწუროთ. ქათამი გავაციოთ და პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ცალ-ცალკე წყალში მოვხარშოთ ნახევრებად დაჭრილი სოკო და ბროკოლი. კაქსის ფორმაში ძირზე დავფინოთ მწვანილი, შემდეგ ფენა-ფენა დავაწყოთ ქათმის ნაჭრები, სიმინდი, სოკო და ბროკოლი.

ავიღოთ გადაწურული ბულიონიდან 850 მლ, თუ მაგდენი არ გამოვა, შევავსოთ ანადუღარი წყლით და შევაზაოთ მარილით. ცივ ბულიონში მოვათავსოთ ჟელატინი და 40-50 წუთი გავაჩეროთ, შემდენ ნელ ცეცხლზე დავდგათ და ვურიოთ. ვხარშოთ, სანამ ჟალატინი ბოლომდე არ დადნება. სითხე ფორმაში ჩაწყობილ პროდუქტებს დავასხათ და მაცივარში გამაგრებამდე დავდგათ. ამოღების წინ ფორმა 1-2 წამით ცხელ წყალში ჩავდოთ.




Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.