Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

უგემრიელესი ტორტი (ცხობის გარეშე)

მასალა:არაჟანი(მაღალი ცხიმოვნობით)-700გრ,"პეჩენია"-300გრ.(ნებისმიერი-გემოვნების მიხედვით),ქიშმიში -100გრ,შოკოლადის ფილა-200გრ.(გემოვნებით),ჟელატინი-25გრ,ჟელე ხილის(უკვე გამზადებული)-1პაკეტი,მწვანე ხილის(რადგან ყურძნით ვაკეთებთ.თუ სხვა ხილით გააკეთებთ შესაბამისი ფერის),შაქარი 1ჩ.ჭ,ვანილი 1პაკეტი,ყურძენი(ან სხვა ხილი თქვენი გემოვნებით)

წინასწარი მომზადება:1)მოვამზადოთ ფორმა(რაშიც გავაკეთებთ ტორტს-ისეთი,რომ შემდეგ გვერდები ეხსნებოდეს.2)დავამტვრიოთ "პეჩენია" და შოკოლადი სასურველ ზომებად.(შოკოლადი შეგიძლიათ მსხვილ სახეხზეც გახეხოთ,მე პატარა ნაჭრებად დამტვრეული მირჩევნია).3)ქიშმიშს დავასხათ ადუღებული ცხელი წყალი(კარგად დარბილდეს და გაფუვდეს),შემდეგ დავყაროთ საწურზე.4)25გრ.ჟელატინს დავასხათ ცხელი წყალი,გავაჩეროთ 30წუთი გასაფუებლად,დრო და დრო ურიოთ.(თუ ბოლომდე არ გაიხსნა ,დავადგათ დაბალ ცეცხლზე,მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ,თან ურიოთ.ასე ნამდვილად ბოლომდე გაიხსნება.თუ მაინც დარჩა პატარა მარცვლები საწურზე გაწურეთ.)5)მზა ხილის ჟელე გაამზადეთ მოსხმამდე 1საათით ადრე(მომზადების წესი აწერია(ოღონდ წყალი ნაკლები უყავით,რადგან მკვრივი არ გამოდის ხოლმე.მე 50გრ.წყალს ვაკლებ.)6)გაამზადეთ ყურძენი,გარეცხეთ,გააშრეთ და დამარცვლეთ.თუ დიდ მარცვლიანი შუა-შუა დაჭერით და წიპწები(კურკები)გამოაცალეთ,თუ პატარა მარცვლიანია და წიპწების გარეშე ,პირდაპირ გამოყენეთ.

მომზადება:ავთქვიფოთ არაჟანი,შაქარი და ვანილი მიქსერით კარგად.დავამატოთ ჟელატინიანი (უკვე გაგრილებული)წყალი,ესეც ავთქვიფოდ.ახლა ჩავყაროთ დამტვრეული "პეჩენია",ქიშმიში და აურიოთ კოვზით.

დავიწყოთ ტორტის აწყობა პირდაპირ ფორმაში.პირველი ფენა არაჟნიან-პეჩენიანი მასა,შემდეგ დამტვრეული შოკოლადი,მერე ისევ მასა,შემდეგ ისევ შოკოლადი,ბოლოს ისევ მასა.თან უნდა შეძლებისდაგვარად ვტკეპნოდ და არც ისე ძლიერად,რომ აიზილოს და პეჩენიები სულ დაიმტვრეს.ბოლოს ზედაპირი კარგად მოვასწოროთ და შევდგათ მაცივარში 2-3საათი,სანამ გამაგრდება.როცა კარგად გამაგრდება,გამოვიღოთ და მოვაწყოთ ხილი ლამაზათ,მოვასხათ წინასწარ გამზადებული ჟელე(ეს ხილის ჟელე ტორტზე მოსხმამდე 1საათით ადრე გააკეთეთ,ტორემ მოსხმამდე გამაგრდება)და ისე შედგით მაცივარში.2-3 საათში მზად იქნება.შემდეგ გამოიღეთ,ფორმას გვერდები მოხსენით,დაჭერით სასურველ ნაჭრებათ და მიირთვით გემრიელად.







Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.