Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ბადრიჯანი სუნელებში(კონსერვირებული)


5კგ.ბადრიჯანი,3კგ.ხახვი,2კგ.წითელი ბულგარული წიწაკა,300გრ.ნიორი,დაფნა,1 (არასავსე) ჩ.ჭ. ყვითელი ყვავილი,1 (არასავსე) ჩ.ჭ. უცხო სუნელი,1ლ.ზეთი,700გრ.ძმარი.მარილი და წიწაკა გემოვნებით.

(მე უკეთებ 0,5კგ.გატარებულ წითელ წიწაკას.)

მომზადება:ბადრიჯანი დავჭრათ,(რგოლებად,კუბიკებად,ბრტყელ ნაჭრებად,თქვენი გემოვნებით)დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 24საათი.შემდეგ გავწუროთ და მოვშუშოთ.(გნებავთ შეწვით);დავამატოთ გრძელ ჩხირებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა,ხორცსაკებ მანქანაში გატარებული წიწაკა,ნიორი.დავამატოთ ყვითელი ყვავილი,უცხო სუნელი,დაფნა და თან ვშუშოთ.როცა მოიშუშება,გადმოვდგათ ცეცხლიდან,დავამატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი(ხახვი გარეცხვის შემდეგ კარგად გავაშროთ და ისე დავჭრათ,წყალი რომ არ შეყვეს,თორემ ამჟავდება) ძმარი,მარილი და ფრთხილად აურიოთ.კარგად ჩავტენოთ სტერილურ ქილებში და დავახუროთ წინასწარ- მდუღარე წყალში ჩაყრილი პლასტმასის ხუფები.ბადრიჯანი სუნელებში მზად არის.

ბადრიჯანს რკინის ხუფი არ სჭირდება,თანაც რკინის ხუფით კონსერვირებულ ბადრიჯანში (ანაერობულ სივრცეში)არის ბოტულიზმის საშიშროება.ბოტულიზმი მძიმე ტოქსიკურ-ინფექციური დაავადებაა.




ბადრიჯანი სუნელებში



Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.