Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
zviadk blog

ითოვოს დილამდე...

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ ყველას... სიხარული, სიყვარული, ბედნიერება მოეტანოს თქვენთვის... უფალი გფარავდეთ...
მინდა, ამ ლექსით მოგილოცოთ ყველას დამდეგი....



ახალ წელს,
თოვლივით მოვალ და...
გაჩუქებ, 
მთელი წლის ფიქრებს...
შენ მხოლოდ სიცოცხლე მომანდე...
სამარის კარამდე ვიფრენთ...

და მერე, 
ითოვოს დილამდე...
ახალ წელს დაასწროს მოსვლა...
მე მინდა, 
თოვლივით მიყვარდე...
შენს ტუჩებს ვაჩუქო კოცნა...

თოვლივით ფაქიზი როდი ვარ...
ყოველ წელს, 
ვშორდები წარსულს...
ახალ წელს, 
თავიდან მოვდივარ...
სხვაგვარად სიცოცხლე არ მსურს...

ვითოვებ,
დილიდან დილამდე...
და თეთრად მოვხატავ სურათს...
ეს ღამეც, 
სიყვარულს მივანდო...
სულში კი, დამთოვოს სულაც...

და თოვლი, 
გარეთ რომ ორსულობს...
ფანტელი, 
სადღაც რომ მირბის...
ახალი წელი მოსულა...
ძველი, წარსულში მიდის...

შეხედე, 
თორმეტიც გამხადარა...
და ზეცა, ფერებად იწვის...
ამ ღამეს, 
პერანგი გავხადე...
და ახლა, შიშველი მიცდის...

დავიწყებ ცხოვრებას თავიდან...
ბედობას, გაჩუქებ ვარდებს...
მე თოვლი, 
სხვა ფერი არ მინდა...
ფიფქები, 
შენ მინდა, გგავდეს...

Tags:

 
Interesting
positive votes: 44  |  negative votes: 0

Write comment:

tovlivit pakizi rodi var...
yovel wels vshordebi warsuls.-----hooo,asea.gaixare!
#11, 03.01.2012 - 18:41
masusu (49)
tqvenc aseve mraval shoba axalwels daeswarit :):):)
#10, 30.12.2011 - 01:50
masusu (49)
yvela tqveni leqsi ertmanetze sauketesoaa ,sad sheidzleba tqveni leqsebis krebuli shevidzino...
#9, 29.12.2011 - 23:08
უღრმესი მადლობა ძვირფასო... რებული ჯერ არ გამომიშვია, როცა გამოვა აუცილებლად გაიგებთ... დამდეგს გილოცავთ, საუკეთესო სურვილებით :*
30.12.2011 - 01:48
rruru (54)
ვითოვებ,
დილიდან დილამდე...
და თეთრად მოვხატავ სურათს...
ეს ღამეც,
სიყვარულს მივანდო...
სულში კი, დამთოვოს სულაც...
#8, 29.12.2011 - 22:37
გაიხარე... დამდეგს გილოცავ :*
30.12.2011 - 01:48
cisiaa (27)
დავიწყებ ცხოვრებას თავიდან...
ბედობას, გაჩუქებ ვარდებს...
rogorc yoveltvis arachveulebrivia axlac...
tqveni poeziis motrfiale var
#7, 29.12.2011 - 20:20
მადლობა ცისია... დამდეგ ახალ წელს გილოცავ :*
30.12.2011 - 01:47
ძალიან ლამაზი ლექსია :)
#6, 29.12.2011 - 15:48
მადლობა :*
29.12.2011 - 17:25
ulamazes,,magari xar raa..
#5, 29.12.2011 - 14:26
მადლობა დადუნა :* დამდეგ 2012 წელს გილოცავ
29.12.2011 - 14:35
დავიწყებ ცხოვრებას თავიდან...
ბედობას, გაჩუქებ ვარდებს...
მე თოვლი,
სხვა ფერი არ მინდა...
ფიფქები,
შენ მინდა, გგავდეს...
#4, 29.12.2011 - 14:24
დავიწყებ ცხოვრებას თავიდან...
ბედობას, გაჩუქებ ვარდებს...
მე თოვლი,
სხვა ფერი არ მინდა...
ფიფქები,
შენ მინდა, გგავდეს...

ულამაზესი ლექსია როგორც ყოველთვის.
#3, 29.12.2011 - 14:15
მადლობა ეკა, გილოცავ დამდეგს :*
29.12.2011 - 14:22
atropia (53)
და თოვლი,
გარეთ რომ ორსულობს...
ფანტელი,
სადღაც რომ მირბის...
ახალი წელი მოსულა...და ისიც შენ მინდა გგავდეს...:*
#2, 29.12.2011 - 13:55
გკოცნი და გეხვევი, დამდეგს გილოცავ :*
29.12.2011 - 14:22
1  2  [»] 

© 2017 Face.ge - all rights reserved.