Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog
ფიცი ძნელია, რომ არ გატეხო,
რთულია ამ გზის სიციცაბოვე...
სულსაც გიმძიმებს ცოდვის სამტეხვლო,
- გღლის და ვერ იკრეფ წინსვლის ძალ-ღონეს...

ძნელია მსგავსი ვალდებულება;
რომელსაც ეშმა საძირკველს უთხრის...
თუ ფიცის დაცვით ხსნა გეგულება,
-ფიცის გატეხვა ჯოჯოხეთს უდრის!

უღელტეხილზე ფიცსაც ნუ შეცვლი,
–ზეცად დადებულს დაბადებამდე.
გოლგოთის გზაზე თუ კი ჯვარს ეცვი,
სიკვდილსაც ამ გზით გადაევადე.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.