Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aniko-aniko blog

შენ ისეთი ხარ, რომ არ მიყვარდე
აუცილებლად შეგიყვარებდი,
ციდან ვარსკვლავად რომ არ გკრიფავდე,
ასე ამ ქვეყნად ვერ ვიხარებდი.
შენ ისეთი ხარ, რომ არ გხედავდე
აუცილებლად სიზმრად გნახავდი,
მივახატავდი ზეცას შენს სახეს,
მზესაც შენს თვალებს მივახატავდი...
შეგისუნთქავდი დილით ცის ნამად,
რომ სამუდამოდ გულში მყოლოდი...
რარიგ მსურხარ და რარიგ მიყვარხარ
მინდა ვიყვირო ახლა ბოლო ხმით,
მინდა შენით სვლა, შენით სიმთვრალე
მინდა!.. და ფიქრით ვერ იკვალები...
შენ ისეთი ხარ, რომ არ მიყვარდე
აუცილებლად შეგიყვარებდი..


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.