Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
landushki blog

ნუ მემეები რა!

ნუ მე-თანაცხოვრები რა
ნუ მე-სხეულები
ნუ მემეორენახევრები ...
და ნუ მე
ნუ მემეები რა!
ცოტა დიდივით იფიქრე
და დიდივით მოიქეცი
რა თვალებჩახატული მოდიხარ შეხვედრაზე
და რა ტუჩებდაბერილი?
რადროს შენი ეგეთებია, და რაღადროს ჩემი ეგეთებია!
ან მოიქეცი ისე
როგორც შენი ტოლი გოგოები იქცევიან.
სარკის წინ რო ტრიალებ საათნახევარი
ჯობია შეხვედრაზე არ დააგვიანო.
რო დამაყუდებ და მალოდინებ
და მეც ნერვებს რომ მაშლევინებ
რა პაემანივით ვდგავარ ამხელა კაცი
და რა პატარა ბიჭივით ვნერვიულობ!
რა წარამარა საათზე ვიხედები და
რა წარამარა გეძებ თვალებით სულ ყველა მხარეს.
არ გაგივა ეგეთები!
აჰა, მოდიხარ!
ქუსლებზე შემდგარი,
ძლივს იკავებ თავს რო არ წაიქცე.
ალბათ გუშინ მთელი ღამე სწავლობდი სიარულს.
მოკლე კაბაც მოგინახია
და ეს ჩვევაც გისწავლია, სიარულის დროს შიგადაშიგ ქვემოთ რომ ქაჩო.
თმას ხელის ერთი მოძრაობით უკან იგდებ და
ისე მიღიმი
გეგონება წაქცევას ვაპირებ.
არ გაგივა მეთქი!
ნუ მედიდები!
ნუ მემეორენახევრები!
ნუ მეთანაცხოვრები
და ნუ მკოცნი
ხელკავს ნუ მიყრი
თავს მხარზე ნუ მადებ
და ნუ მსიამოვნებ!
რა დროს შენი ეგეთებია
და რა დროს ჩემი ეგეთებიახელს თუ გადაგხვევ იმას არ ნიშნავს თითქოს შემაბი
თუ წამასწარი ფეხზე რომ დაგხედავ
და თუ შემრცხვება
იმას არ ნიშნავს რომ როგორც ქალს ისე გუყირებ
ან თუ შემთხვევით ჩაგეხუტები
და სახესთან სახეს მოგიტან და ცხვირზე გაკოცებ
არ ნიშნავს რომ სხვაგან კოცნა მინდოდა და ვერ გაგიბედე!
კარგი რა
ეს ყურისძირში კოცნა მაინც ვიღამ გასწავლა?
ან წელზე ხელის მოხვევა?
არ გეცოდები?
ნუ მე-თანაცხოვრები რა
ნუ მე-სხეულები
ნუ მემეორენახევრები ...
და ნუ მე
ნუ მემეები რა!
შენი ტოლი გოგოებივით
დაიმორცხვე ნაყინს რომ გიყიდი.
ნუ მეუბნები ერთიც გვეყოფა და რიგრიგობით
ვლოკოთო,
ხომ ხედავ, მაინც ორს ვყიდულობ
და ერთი ... შემთხვევით მივარდება.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline landushki (24)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.