Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

................

თავი ვეღარ გავანებე წერას,
ღარიბულად, ჩემთვის ვირითმები,
ვიცი, უკვე ვერ მივწვდები მწვერვალს,
გვიანია, მითეთრდება თმები.

და თუ რამე დამალულა გულში,
მინდა ,რომ თქვენც იცნოთ ჩემი სუნთქვა,
ვერ დავცალე გრძნობა სიყვარულში,
(თუმც, არასდროს არ ვყოფილვარ გულქვა).

უკვე მელის შუქი, თუ წყვდიადი
და სიცოცხლის გასაყარზე ვდგავარ,
თითქოს, კიდევ ერთი განთიადი,
სასუფევლად გამზადებულს ვგავარ.

ეს ზაფხულიც ერთფეროვნად გავა,
მეც გავყვები სექტემბერში ქარებს,
ახლა, უკვე მინდა იავნანა,
თითებზე ვთვლი შემორჩენილ წამებს.

ცას შევცქერი და სიმშვიდეს ვნატრობ,
ფანჯარასთან, სარეცელზე ვწევარ,
სიჩუმეში მე ვყვიროდი მარტო
და სიჩუმე ახლა,უკვე მე ვარ.

თავს კი, მაინც ვერ ვანებებ წერას,
ღარიბულად, ჩემთვის ვირითმები,
ვიცი,უკვე ვერ მივწვდები მწვერვალს,
გვიანია, გამითეთრდა თმები..


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.