Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Charles Bukowski – Are You Drinking?

ოფლში დავცურავ სანაპიროზე, ჩემს ძველ, ყვითელ ნოუტბუქთან
ერთად
და კვლავ საწოლში ვწერ,
როგორც გასულ
წელს.
ექიმი მინახულებს
ორშაბათს.
"დიახ, ექიმო, სისუსტე ფეხებში, თავბრუს ხვევა, თავის
ტკივილები და ტკივილი
ზურგის არეში."
"ხომ არ სვამთ?" მკითხავს ის.
"ასრულებთ
ვარჯიშებს? იღებთ
ვიტამინებს?"
ვფიქრობ, უბრალოდ სიცოცხლისგან
ვარ ავად, ნელ–ნელა ვაკლდები ყველაფერს,
თუმცა ესეც სიახლის ცვალებადი
ფაქტორებია.
იპოდრომზეც კი,
ცხენებს ვუყურებ მორბენალთ
და ესეც მეჩვენება
ყოველგვარ აზრს მოკლებული.
ადრე წამოვედი, ფსონის დადების შემდგომ,
მიმდინარე გარბენებზე.
"მიდიხართ?" მეკითხება სასტუმროს
კლერკი.
"დიახ, მომწყინდა,"
ვპასუხობ მას.
"თქვენთ თუ თვლით, რომ
გარეთ მოსაწყენია" ის მეუბნება მე, "მაშინ თქვენ უნდა
" დაბრუნდეთ აქ."
ჰოდა, მეც აქ ვარ
გამაგრებული, ბალიშებთან მეომარი
კვლავინდებურად,
უბრალო მოხუცი ტიპი,
უბრალო მწერალი,
თავისი ყვითელი
ნოუტბუქით.
რაღაც
დაიარება
იატაკზე
და
მიახლოვდება...
ო, ეს მხოლოდ და მხოლოდ
ჩემი კატაა,
ამჯერად.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.