Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

As I Began to Love Myself – Self Love Poem by Charlie Chaplin


როცა დავიწყე ჩემი თავის შეყვარება, აღმოვაჩინე, რომ ეს ტკივილები და ემოციური ტანჯვები,
მხოლოდ გამაფრთხილებელი წინანიშნები იყვნენ, და რომ მე ვცხოვრობდი ჩემივე ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ.
ახლა კი, მე ვიცი, რომ ეს "თვითშემეცნებაა".

როცა დავიწყე ჩემი თავის შეყვარება, მე მივხვდი, რაოდენ დიდი შეურაცყოფა იქნებოდა ეს ვინმესთვის.
მე კი ვცდილობდი ჩემი სურვილებით შეტევას ამ პერსონაზე, მაშინაც კი, როცა დროც
არ იყო შესაბამისად შერჩეული და არც ეს პერსონა იყო მზად საამისოდ, და ეს ყველაფერი იმის ფონზე,
რომ ეს პერსონა მე ვიყავი. ახლა კი, ამ ყოველივეს ვარქმევ "პატივისცემას".

როცა დავიწყე ჩემი თავის შეყვარება, მე შევწყვიტე ლტოლვა სხვა ცხოვრებისკენ,
და დავინახე, რომ ყველივე, რაც კი ჩემს გარშემო იყო, მკვებავდა და მზრდიდა.
ახლა კი, ამას ვეძახი "ზრდასრულობას".

როცა დავიწყე ჩემი თავის შეყვარება, მე გავაცნობიერე, რომ ნებისმიერ გარემოებაში,
მე ვიმყოფები სწორ ადგილას, სწორ დროს, და რომ ყოველივე რაც ხდება,
ხდება სწორ დროსა და მომენტში. ასე რომ, მე შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი.
ახლა კი, ამას ვეძახი "საკუთარ თავში დარწმუნებულობას".

როცა დავიწყე ჩემი თავის შეყვარება, მე შევწყვითე საკუთარი დროის ქურდობა,
და შევწყვიტე დიდი პროექტების სამომავლოდ გადადება.
ახლა, მე მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც ხალისს და ბედნიერებას მომანიჭებს, ისეთ რამეებს, რისი კეთებაც მიყვარს
და რაც ჩემს გულს ადღეგრძელებს, და მე ვაკეთებ ამ ყოველივეს ჩემებურად და
ჩემი რითმით. ახლა კი, ამას ვეძახი "უბრალოებას".

როცა დავიწყე ჩემი თავის შეყვარება, მე განვათავისუფლე ჩემი თავი, იმ ყოველივესგან, რაც არ იყო კარგი
ჩემი ჯანმრთელობისთვის – საკვები, ხალხი, საგნები, სიტუაციები, და ის, ყოველივე რაც კი
საკუთარ თავს მაშორებდა. თავდაპირველად ამას ურთიერთობა დავარქვი,
ჯანსაღი ეგოიზმი. ახლა კი, ამას ვეძახი ""მეს" სიყვარულს".

როცა დავიწყე ჩემი თავის შეყვარება, მე შევწყვიტე მცდელობა, ყოველთვის მართალი ვყოფილიყავი, და მას შემდეგ
მე უფრო და უფრო ნაკლებად ვარ მტყუანი. ახლა კი, აღმოვაჩინე, რომ ეს "თავმდაბლობაა".

როცა დავიწყე ჩემი თავის შეყვარება, მე უარი ვთქვი წარსულით ცხოვრებაზე და წუხილზე,
რაც სამომავლოდ მელის. ახლა კი, მე მხოლოდ მომენტით ვცხოვრობ, სადაც ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი
ხდება. ახლა მე ვცხოვრობ ყოველ დღეში, დღითი დღე და ამას ვეძახი "აღსრულებას".

როცა დავიწყე ჩემი თავის შეყვარება, მე გავაცნობიერე, რომ ჩემს გონებას, ჩემი შეწუხება ძალუძს
და მას შეუძლია ავად გამხადოს. მაგრამ როცა ის ჩემს გულს შევუერთე, ჩემი გონებაც ძვირფას მეკავშირედ იქცა.
ახლა კი, ამ კავშირს ვეძახი "გულის სიბრძნეს".

ჩვენ აღარ ვგრძნობთ შიშს – არგუმენტების, კონფრონტაციის თუ სხვა პრობლემების წინაშე, სხვებთან
თუ საკუთარ თავთან. თვით ვარსკვლავებიც კი ეჯახებიან ერთმანეთს და მსხვრევა
ახალი სამყაროს დაბადებას უდებს სათავეს. ახლა კი, ამას ვეძახი "სიცოცხლეს".

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

eka------- (40)
rusulad mqonda cakitxuli. geniosia Chaplini. axal cels gilocav
#1, 01.01.2012 - 21:29
გმადლობთ :) თქვენც გილოცავთ, მრავალს დაესწარით!
01.01.2012 - 22:55
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.