Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

2012 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი


გუნება–განწყობილება. ვერძი შავი დრაკონის წელიწადში – განსაკუთრებით თუ მან გასულ წელს შეძლო,დამღუპველი და უბრალოდ არასასურველი ჩვევებისგან განთავისუფლება – თავს მშვენივრად იგრძნობს.ჩვეულებრივი სეზონური გრიპიც კი გვერდს აუვლის.ზაფხულის პერიოდში ეფექტური აღმოჩნდება სხვადასხვა სახეობის სამკურნალო კურსების ჩატარება,რომლებიც მიმართული იქნებიან ქრონიკული ფორმის, ძვალ–რბილში გამჯდარი დაავადებებისაკენ.

კარიერა. ვერძმა შავი დრაკონის წელიწადში –იმედი უნდა იქონიოს, სამსახურებრივ წინსვლასთან დაკავშირებით.მართალია,ეს მოხდება დიდი ძალისხმევის შედეგად.დაივიწყეთ სიზარმაცე და არ მოდუნდეთ დისციპლინის მხრივ.წლის ნახევრამდე არსებობს დიდი შესაძლებლობა ახალი ნაცნობობის, რომელსაც დიდი მნშვნელობა ექნება საქმეში წარმატებისათვის.

ფული. ვარსკვლავები გირჩევენ აიცილოთ საეჭვო, სარისკო წამოწყება.რეკომენდირებული არ არის ბირჟაზე თამაში.კრიტიკული თვეებია ნოემბერი–დეკემბერი,წარმატებული აპრილი–მაისი.

სასიყვარულო საქმეები. მარტოხელა ვერძები ალბათ იპოვნიან თავიანთ წყვილებს,ხოლო ვისაც უკვე ნაპოვნი ჰყავს,გამოცდიან ახალი დონის ხარისხიან ურთიერთობებს.

კურო


გუნებ–განწყობილება. შავი დრაკონის წელს კუროს , ჯანმრთელობის მხრივ, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის იმედი უნდა ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ ის სისტემატურად იზრუნებს მის კონტროლზე.ამ კუთხით მოდუნება დასაშვებია,მხოლოდ ზაფხულის დაწყებამდე.იყავით თავშეკავებული საკვების მიღების დროს.

კარიერა. კურომ შავი დრაკონის წელს,არ ღირს დაგეგმოს სამსახურებრივი სიმაღლეების დაპყრობა.შესაძლებელია საქმიანობის შეცვლაც კი.

ფული. ფრთხილად იყავით ივნისში და ასევე დეკემბერშიც.ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ დაუგეგმავი შემოსავლების მიღებას.მაგალითად,თქვენ შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა.

სასიყვარულო საქმეები. მარტოხელა კურომ სასურველია მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება აპრილის და ნოემბრის თვეებს.ბედ–იღბალით, სწორედ ამ დროს უფრო შედგება ნაცნობობა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან.ხოლო ახალი ან განახლებული ძველი ურთირთობები კი დეკემბერში,საეჭვოა რომ ხანგრძლივი აღმოჩნდეს.

ტყუპები


გუნება–განწყობილება. ტყუპებს შავი დრაკონის წელს, ორგანიზმის პოტენციალი იმდენად კარგი ექნებათ,რომ მათ შეუძლიათ მისი დახარჯვა არაგონიერადაც კი და როგორც ასეთ შემთხვევებშია მოსალოდნელი,უკვე გაზაფხულის ბოლოს იგრძნობთ მის ამოწურვას.ამიტომ გირჩევთ რეგულარულ სპორტულ ვარჯიშებს,რომლებიც საშუალებას მოგცემენ, ღირსეულად შეინარჩუნოთ ფიზიკური ფორმა.

კარიერა. რას უწინასწარმეტყველებს 2012 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპებს?კარიერულ სტაბილურობას მცირედი დინამიკით.ნუ იმედოვნებთ ყველაზე მაღალი სიმაღლეების დაპყრობას,თუმცაღა, აპრილსა და მაისში მოსალოდნელია სამსახურეობრივი იერარქიის საფეხურზე წინსვლა. და თანაც არ დაგავიწყდეთ საკუთარი ემოციების მართვის კონტროლი,რადგანაც არსებობს ალბათობა (განსაკუთრებით აგვისტოს თვეში)გააფუჭოთ ურთიერთობა სამუშაო კოლექტივთან.

ფული. ნებისმიერ ტყუპებს შავი დრაკონის წელს საფუძვლიანად შეუძლია, იმედოვნოს ფინანსურ სტაბილურობაზე. საკითხავია, ეს ხომ არა არის საქმის ყველაზე კარგი მდგომარეობა?


სასიყვარულო საქმეები.სასიყვარულო ფრონტზე ტყუპებს მთელი წლის განმავლობაში ელოდებათ ჩხუბები და შერიგებები,მაგრამ საერთო ჯამში კი მყარი ტენდენცია განიხილება გაუმჯობესების კუთხით. ქმარი ტყუპებისათვის უკეთესია ოჯახს დაუთმოს განსაკუთრებული ყურადღება აგვისტო–სექტემბერში. ვარსკვლავები, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ თავისუფალ წარმომადგენლებს,წლის ბოლოს მისცემენ საშუალებას ,რათა თავი იგრძნონ რომანტიულ გმირად.

კირჩხიბი


გუნება–განწყობილება. კირჩხიბები შავი დრაკონის წელს შესძლებენ გასაოცარი სიმსუბუქით გაუმკლავდნენ კორპორატიული სუფრის ,,შედეგებს“ და ა.შ.ორგანიზმის ჯანმრთელობის დაცვის წესი უბრალოა– მეტი სუფთა ჰაერი,ფიზიკური ვარჯიშები,ხილი და ბოსტნეული და ტუილუბრალოდ ნუ ნერვიულობთ.

კარიერა. ეს არის ცხოვრების ზუსტად ის მხარე,რომელშიც კირჩხიბი შეძლებს გამაოგნებელი წარმატების მიღწევას, შავი დრაკონის წელს. თანაც წლის პირველ ნახევაში კირჩხიბი გაბედულად დაიწყებს წინსვლას სიმაღლეებისაკენ,მეორე ნახევარში კი მიღწეული შედეგების გამო, დაეუფლება განცხრომის შეგრძნება.შესაძლებელია დაგჭირდეთ სამსახურის შეცვლა.

ფული. ფინანსური სტაბილურობა, კირჩხიბის ასტროლოგიურ პროგნოზს 2012 წელში ხდის, უფრო სასიამოვნოს.თუმცა ან ნიშნის წარმომადგენლები, ამის გამო თავს არ დაკარგავენ, პირიქით უფრო წინდახედულად და ბრძნულად იმოქმედებენ.
სასიყვარული საქმეები.2012 წელი კირჩხიბებს რომანტიზმს არ პირდება. მაგრამ არასდროს არ უნდა დაკარგოთ უკეთესი დროის იმედი,როცა ბედი გაგანებივრებთ , საწინააღმდეგო სქესის ყურადღებით.

ლომი

გუნება–განწყობილება. შავი დრაკონის წელს, ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის წარმოიშობა, ქანცის გაწყვეტამდე მუშაობის ტენდენცია.რამაც შეიძლება სტრესამდე მიგიყვანოთ.ჯანმრთელობა რესურსის დაშვებულ ზღვრამდე გეყოფათ,მაგრამ შემოდგომით შეიძლება თავი იჩინოს ძალების გამოფიტვამ. ამიტომ სასურველია ზაფხულშივე იზრუნოთ საკუთარ თავზე.

კარიერა. ლომებს , 2012 წლის ასტროლოგიური პროგნოზი წლის პირველ ნახევარში უწინასწარმეტყველებს კარიერულ შეფერხებას.განსაკუთრებით არასახარბიელო შეიძლება აღმოჩნდეს წლის პირველი ნახევარი, ხოლო წლის მეორე ნახევარში კი კარიერულ წინსვლას, სწრაფ აღმასვლას განიცდიან.

ფული. დრაკონის წელს, ლომები ვალდებული არიან თავის –თავზე აიღონ, ყველა პირადი ფინანსური პრობლემა.არ ღირს მეგობრების, ნაცნობების ნდობა.თუნდაც მათ თვლიდნენ კომპეტენტურად.აგვისტოს თვეში სასურველია განსაკუთრებული ყურადებით მოეპყრათ გადასახადების და კრედიტების საკითხს.


სასიყვარულო საქმეები.2012 წელს ლომები არ იქნებიან თაყვანისმცემლებით განებივრებულნი.ხოლო ივლისში და აგვისტოში შესაძლებელია მათი რიგი შეავსოს, განათლებულმა,ავტორიტეტულმა,ცნობილმა პიროვნებამ.

ქალწული


გუნებ–განწყობა. ქალწულებს შავი დრაკონის წელში გამუდმებით უნდა ახსოვდეთთ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.თანაც პროფილაქტიკა შეიძლება თქვენი გუნებ–განწყობილების საწინდარადაც გამოდგეს.

კარიერა. ქალწულების 2012 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ცვლილებას პროფესიონალურ სფეროში.ეს შეიძლება აღმოჩნდეს როგორც დაწინაურება სამსახურში, ასევე სასახურის შეცვლა.რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.საჭიროა მოთმინების მოკრება. გამოავლინეთ საკმარისი ძალისხმევა და გამარჯვების სურვილი.

ფული.
ქალწულებს შავი დრაკონის წელს არ ელით მატერიალური გასაჭირის განცდა. მათ ექნებათ საშუალება მსხვილი შენაძენის გაკეთებისაც კი,ავტომობილის და აგარაკის სახით.


სასიყვარულო საქმეები. დაოჯახებულ ქალწულებს ამ წელს მრავალი მიზეზი ექნებათ სამსახურში გვიანობამდე ყოფნისთვის, რაც განპირობებული იქნება ოჯახის წევრებთან უთანხმოების გამო. მარტოხელა ქალწულებისთვის კი პირიქით, 2012 წელი იქნება ბედნიერი ახალი ნაცნობობისთვის და სერიოზული ურთიერთობისთვის, რომელიც სრულიად შესაძლებელია ქორწინებით დამთავრდეს.

სასწორი


გუნება–განწყობილება. წინა წელს დაგროვებული ჯანმრთელობის ,,თადარიგი,’’შავი დრაკონის წელს სასწორის წარმომადგენლებს გახდის ოდნავ უვნებელს.ვერც უძილობა,ვერც გრიპის ეპიდემია,ვერც სტრესები ვერ გატეხავენ ამ ნიშნის წარმომადგენლებს.

კარიერა. შავი დრაკონის წელს სასწორებს მოუწევთ შემოქმედებითი,ძირითადად არამარტივი,არაორდინალური ამოცანების გადაწვეტა.მაგრამ სამსახურში ყველა სიტუაციიდან ღირსეულად გამოვლენ.

ფული.2012 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებს ურჩევს:ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას ყური მიუგდეთ შინაგან ხმას.მხოლოდ ასე დაამარცხებთ ტყუილს,ეშმაკობას,უწესობას.საკუთარი შემოსავლის გასაზრდელად, წარმატებული დროა გაზაფხულის პირველი ნახევარი,რეზულტატს კი დაელოდეთ აგვისტოს თვეში.ყველაზე კრიტიკული თვე – არის ნოემბერი.

სასიყვარულო ურთიერთობები
. სასწორებისთვის, ლიდერობისათვის ბრძოლა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში საკმაოდ საეჭვოა. ხელსაყრელ დროდ შეიძლება ჩაითვალოს თებერვალი–მარტი,ივნისი,ნოემბერი.

ღრიანკალი


გუნება–განწყობილება.2012 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ღრიანკალს პირდება უდიდეს პოტენციალს ჯანმრთელობის მხრივ.თუმცაღა მათთვის, ურიგო არ იქნება დროდადრო განტვირთვის დღეები,დროული დასვენება,ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება.

კარიერა.პროფესიულ სფეროში წარმატების იმედი შეიძლება ჰქონდეთ,ამ ნიშნით დაბადებულ მხოლოდ იმ წარმომადგენლებს,რომლებიც დაკავშირებული არიან შემოქმედებით პროფესიასთან.დანარჩენებს კი მოუწევთ დაკმაყოფილდნენ, ერთფეროვანი, უფერული სამუშაო დღეებით.შესაძლებელია მხოლოდ, მაისსა და ივნისში ჰქონდეთ პატარა გამონათება კარიერაში.

ფული. ღრიანკალისათვის შავი დრაკონის წელი ფინანსური კუთხით საკმაოდ ბედნიერი იქნება.ისინი რეგულარულულად მიიღებენ შემოსავალს.მაგრამ არ ღირს იბრძოლოთ ყველაფრის ერთად და მაშინვე მიღებისთვის,რადგანაც დიდი შემოსავალი აუცილებლად მოითხოვს დიდ გასავალს.

სასიყვარულო ურთიერთობები. ღრიანკალი შავი დრაკონის წელს დიდ წარმატებას მიაღწევს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში.ამ ნიშნის თავისუფალი წარმომადგენლები, შეძლებენ თავისი შეხედულებების მიხედვით ააგონ ურთიერთობები,სადაც თვითონ თავს ირძნობენ მაქსიმალურად კომფორტულად. დაოჯახებული ღრიანკალები შეძლებენ ააგონ სწორი და ლამის იდეალური ურთიერთობები თავის მეუღლესთან.


მშვილდოსანი


გუნება–განწყობილება. თქვენი ორგანიზმის შესაძლებლობები იდეალურისაგან ძალიან შორს არის,ასე რომ თუ თქვენ თავს არ მიხედავთ,ზაფხულში უკვე იგრძნობთ საკუთარი თავის მიმართ დაუდევრობის ნიშნებს.ნორმალურ მდგომარეობაში ყოფნაში დაგეხმარებათ,იოგა,სპორტით დაკავება,მასაჟის კურსები.

კარიერა. მშვილდოსნებს შავი დრაკონის წელს,უეჭველად ექნებათ საფუძველი,რათა დაელოდონ წინსვლას, სამსახურებრივ საფეხურზე.ერთადერთი პერიოდი რომელიც მოითხოვს სიფრთხილეს და გამძაფრებულ ყურადღებას ,იქნება ოქტომბრის შუა რიცხვები.

ფული. ჯანმრთელი რაციონალური მიდგომა, რეგულარული შემოსავლის პერსპექტივას უზრუნველყოფს.მხოლოდ ოქტომბერში გმართებთ წინდახედულება და არ დაეყრდნოთ ექსტრასენსების წინასწარმეტყველებას.

სასიყვარული ურთიერთობები. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა ხშირად უკიდურესობამდე სათუთია.აგვისტოში დაწყებულ ახალ ურთიერთობებს,მიუდექით კრიტიკულად.ნოემბერში შესაძლებელია ბედნიერად იგრძნოთ თავი.


თხის რქა

გუნებ–განწყობილება.თხის რქების ჯანმრთელობის მდგომარეობა მომავალ წელს ყოველნაირ ქებაზე მაღლა დგას.მართალია,ფსიქოლოგიური მდგომარეობა დროდადრო

შეშფოთებას გამოიწვევს, თუ თქვენ ძალიან ბევრს იმუშავებთ.

კარიერა. ზაფხულის დასაწყისში სასიკეთო ცვლილებებს უნდა ელოდოთ სამსახურში,რომლის რეზულტატსაც თხის რქები შეიგრძნობენ შემოდგომით.არ არის სასურველი მივლინებები გაზაფხული–ზაფხულის პერიოდში.

ფული. შავი დრაკონის წელს თხის რქებმა სასურველია თავი შეიკავონ მათთვის ჩვეულ ეკონომიურობისაგან,გეგმების დაწყობისაგან,წესრიგისაგან.გაუმართლებელია ფულის ფლანგვა უაზროდ,უკეთესი იქნება ფულის ჩადება ახალ პროექტებში.

სასიყვარულო ურთიერთობები. თხის რქამ შავი დარაკონის წელს ჯობია გამოავლინოს მაქსიმალური მოთმინება და ყურადღება მეორე ნახევრის მიმართ – სრულიად შესაძლებელია,რომ თქვენი პარტნიორი განიცდის ცხოვრების წარუმატებელ ხანას.

მერწყული


გუნება–განწყობილება. შავი დრაკონის წელს მერწყულებისათვის,მთელი წლის განმავლობაში აქტუალური იქნება, საკუთარ ორგანიზმზე ზრუნვა.იმედი არ იქონიოთ ორგანიზმის, ენერგიის, გადანახული რეზერვების.ძალიან დროული აღმოჩნდება ბრძოლა მავნე ჩვევებთან,საჭიროა დაბალანსებული რაციონი და გაკაჟება.

კარიერა .ახალ წელს მერწყულები შეხვდებიან არსებული ბაზისით და კარიერას გააგრძელებენ მასზე ,,დაშენებით’’.ვარსკვლავები გირჩევენ არ შეუშინდეთ კრეატიულობას,არაორდინალურობას გადაწყვეტილებებში და კარდინალურად განსხვავებულ ახალ მეთოდებში.

ფული. მერწყულებს შავი დრაკონის წელს ,შეუძლიათ ფინანსური სტაბილურობის იმედი იქონიონ. მათ საერთოდ არ ელოდებათ კრიტიკული სიტუაციები.განსაკუთრებით წარმატებული თვეებია მარტი და ნოემბერი.

სასიყვარულო ურთიერთობები
. სასიყვარულო საქმეში მერწყულს ელოდება ცვალებადობა.კონფლიქტი და ფეთქებადობა არ მოგცემთ საშუალებას ,რომ ურთიერთობა გახდეს სტაბილური და მშვიდი.შემოდგომა ბოლოსდაბოლოს მოგიტანთ სასურველ წონასწორობას.


თევზები

გუნება–განწყობილება. 2012 წლის თევზების ასტროლოგიურ პროგნოზზე ვერ იტყვით დამამშვიდებელს.არსებობს სტრესების და აპათიის საშიშროება. აგრეთვე,შესაძლებელია ძველი დაავადებების გამწვავება.წლის ბოლოს ყველაფერი თავისით დალაგდება და ჯანმრთელობაც თანდათანობით ნორმალურ მდომარეობამდე მივა.

კარიერა. შავი დრაკონის წელს თევზებს შეუძლიათ საკუთარ თავს მისცენ დასვენებისა და უსაქმურობის უფლება.

ფული. ამ სფეროშიც ყველაფერი რიგზე იქნება.პერსპექტიული იქნებიან საქმეები,რომლებსაც დაიწყებთ ზამთრის ბოლოს, გაზაფხულის დასაწყისში.თუმცაღა სიტუაციის გაკონტროლება მაინც იქნება საჭირო აპრილის და სექტემბერის პერიოდში.

სასიყვარულო ურთიერთობები. თევზები შავი დრაკონის წელს პირადი ცხოვრებით იქნებიან, სავსებით კმაყოფილნი. მარტოხელა თევზებისთვის შესაძლებელია ხელსაყრელი ქორწინება. შემოდგომით შესაძლებელია შესანიშნავი, ბრწყინვალე რომანი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.