Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
kaxa333kaxa blog
სუფრა მთლად აკადემიაც არაა (როგორც ქართველებმა ვიცით), მაგრამ სუფრაზე (განსხვავებით, შეხვედრების სხვა ადგილებისაგან) შეიძლება ბევრი რამ ძალიან ჭკვიანური და საინტერესო გაიგო (რა თქმა უნდა, თუ კარგ საზოგადოებაში აღმოჩნდი), საინტერესო ნაცნობ-მეგობრებიც შეიძინო, დროც სასიამოვნოდ გაატარო და მომავალს უფრო ენერგიული და მომზადებული შეხვდე.




ამდენად, სუფრაზე ჭკვიანი, მხიარული, ენამოსწრებული (კარგად მოსაუბრე), მომღერალი და მუსიკალური წევრი სწრაფად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში და შემდეგ ადვილად შედის სხვა საჭირო წრეებშიც.

თამადის მოწოდებები “მომისმინეთ, სიჩუმე და მისთანები” უპირველესად მიუთითებს მის სისუსტეზე.

ტრადიციულად ქართულ სუფრაზე ლუკმას გატეხდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც უფალს მადლობას შესწირავდნენ. მეფისა და თავადების სუფრაზე პირველ სადღეგრძელოს მღვდელმთავარი ან კარის მოძღვარი წარმოთქვამდა, გლეხებთან _ოჯახის უფროსი.


მეფის საშობაო სუფრაზე წარმოთქმული: “მრავალჟამიერ ჰყოს ღმერთმან მეფობა თქვენი მრავალ წელს და ისარი ესე გულსა გაერთხას მეფობისა თქვენისა ორგულსა!”.

პატრიარქი ილია II _"სუფრის არსი ქრისტიანულია და გამორიცხავს თრობას. კარგად აღზრდილი ადამიანი არ დათვრება და ამით თავს არ დაიმცირებს". . .

სუფრის ღრმა სულიერ ხასიათზე მიუთითებს ისიც, რომ ყოველთვის ხდება გარდაცვლილთა მოხსენიება.
გული განგვისპეტაკე, გონება განგვინათლე, სული განგვიწმინდე, შეცდომილნი მოგვაქციენ, სულიერნი და ხორციელნი სნეულებანი ჩუენნი განკურნენ, რათა ვიყოთ ჭეშმარიტი მსახურნი მოყვასისა, მამულისა და ღვთისა.



სადღეგრძელო უპირველესად ლოცვაა.
,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".


აქვე შ. ნიშნიანიძის ლექსი:

უსტუმროს, უპურმარილოს,
ქვევრში უსხია ქეძაფი,
ქართველი ავადმყოფობას
უქეიფობას ეძახის.

ტეგები:




Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 
You cannot see comments of this entry.
 
© 2017 Face.ge - all rights reserved.