Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

ახალი წლის შემდეგ...

...სძინავთ სძინავთ ,ნაქეიფარ და დროსტარებით გადაღლილ ადამიანებს...სასიამოვნო სიმშვიდეა,ირგვლივ...სტუმრები სახლებში გაიკრიფნენ....კანტი-კუნტად მოძრაობს ტრანსპორტი... ხეებსაც ძილი მორევიათ..ახალი წლის ჯადოსნური ღამის შემდეგ,ყოველთვის ასეთი სიჩუმე ისადგურებს ქალაქში...მთელი წელი,ველოდით ახალ წელს,ახალ ოცნებებს და ეხლა მოლოდინის გარეშე დარჩენილებს,ახალი ოცნებები გვჭირდება,ახალი მიზნები,ახალი ემოციები,რომ ისევ გვიხაროდეს სიცოცხლე...

აივანზე ვდგავარ და თოვლის ფიფქები მეცემიან თმებზე...თვალებზე...მსიამოვნებს,მათი სიცელქე...გამოგვიგონე-კისკისებენ,ჩემი სულის უხილავი ოცნებები..გამოგვიგონე,ჩურჩულებენ ფიქრები...

მხიარული წვეულებების შემდეგ,მარტო დავრჩები თუ არა,მაშინვე სადმე განვმარტოვდები,აივანზე,ან რომელიმე სარკმლის რაფაზე ჩამოვჯდები და ჩავფიქრდები...იმდენს ვფიქრობ,ხოლმე,რძიანი ყავა თბება და ცხელდება,.წინა დღეების განცდებს ვახარისხებ,რა გამიხარდა,განსაკუთრებით,როცა სტუმრები მყავდა,,როცა ვმღეროდით,ვცეკვავდით..დიდი ადამიანები,ხომ ,მაგრამ პატარა ადამაინებზე ფიქრი,ისეთ სასიამოვნო,ჯადოსნურ განცდებს იწვევს ჩემში....ჩემი ნათლულების,ლამაზი ფერადი თვალები და ოცნებები,ჩემი მგონია ყოველთვის...მათ მოსმენას,არაფერი სჯობს,,,მათი სამყარო,ჩვენსას არა ჰგავს და ეს მიხარია ძალიან.."თოვლის ბაბუ,ფანჯრიდან გადმოვიდა,რადგან ჩვენ ბუხარი არ გვაქვს,მიყვება გიო და იცინის..თითოქოს იცის გამოგონილ ამბავს,რომ ჰყვება და უხარია,,ასე გულუბრყვილოდ,რომ მჯერა მისი...დიდი,თეთრი წვერები ჰქონდა და მითხრა,შენს ნათლიასთანაც წავალო..იყო შენთანაც?"-მეკითხება და ისეთი ჯადოსნური თვალები აქვს..ოცნებებით სავსე,რომ მეც მჯერა,თითქოს,ისევ თოვლის ბაბუას არსებობა...იყო გიო-ვპასუხობ და გვიხარია,მე და გიოს...გვიხარია და ვიცინით ერთად...

დიდი ადამაინები კი სუფრასთან სხედან,,სვამენ,,,იცინიან თავისებურად..იგონებენ ძველ ამბებს,,ახალსაც ჰყვებიან...თოვლის ბაბუაზე საუბარი,კი არ სურთ,რადგან ყველას სტკივა,,სტკივა დიდობა...და ურჩევნიათ თვალები დახუჭონ,არაფერი მოისმინონ: ზღაპრებზე,ფიფქიებზე და ახალი წლის ჯადოსნურ ღამეზე...ისინი უბრალოდ სვამენ,,დროს თავისებურად ატარებენ და თვალებს ხუჭავენ,როცა სტკივათ ცხოვრება...


Tags:

 
Interesting
positive votes: 25  |  negative votes: 0

Write comment:

banderas2 (29)
amdros chemi leksi unda tkvas kacma.....................CHVEN AK VCXOVROBT DEDAMICIS ZURGZE/VAX RAMDENI CODVA GVACEVS ZURGZE!ARC KI GVINDA SHEVINANOT CODVA/AHVAVLINOT CHESHMARITI LOCVA!AHAR VICAVT AHARC UPLIS MCNEBEBS/AVKOLILVART RAHAC CRU OCNEBEBS!CHVEN XOM ACMKOS VAZAGEBT DA VAMTVREVT/MOMAVLIS BEDS CHVENI XELIT VANGREVT!CHVEN CARSULZEC NACKENI VART DZALZE/SIKVDILI KI MOAXLOVDA KARZE!SXVAS VCHAGRAVT DA USAMARTLOD GANVSJIT/AMISATVIS KVELAS HMERTI DAGSJIT!KVELA KALI MRUSHI GAMOSULA/CIDAN HMERTI JER AR CHAMOSULA!MALE MOVA,SAMSJAVROZE SHEGVKRIS/UHMERTOEBS JOJOXETSHI CHAGVKRIS!IK IKNEBA ERTMANETIS KBENA/TIRILI DA MARTLAC KBILTA HRCHENA!AHARA GVAKVS ARC SIMDABLIS GRZNOBA/DAGVIKARGAVS ERTMANETIS NDOBA!ERTMANETIS SHURI,BOHMA GVAXRCHOBS/SAKUTAR TAVS CHVENI XELIT VAXRCHOBT!RAC KI GVINDA,KVELAPERSHI CIN VART/DAGVAVICKDA CHVEN SAERTOD VINVART!HMERTI CHVENI,ARIS MCKALOBELI/CHVN KI MISI ARC VART MADLOBELI!CHVEN KEIPI GVIRCHEVNIA MARXVAS/CHVEN HVTIS SAXLSHI AR SHEVDIVART XSHIRAD!ZIAREBAS AHAR VIHEBT MAGRAM/KVELAPERI DAGVIJDEBA ZVIRAD!ZOGI MHVDELSAC KI UCODEBS ESHMAKS/MHVDLIS RCMENASHI SHEPARVIAT ECHVI!SAKUTAR TAVS VLIAN ROGORC CMINDANS/ZMIS TVALSHI KI DAUNAXAVT BECVI!CHVEN GVCHIRDEBA MUDAM LOCVA,MARXVA/BOLO JAMI CHVEN DAGVIJDA AXLA!SHEVINANOT,SHEVINANOT ZMEBO/TOREM BOLOS GACHIRDEBA MARTLA! avtori antoni!
#4, 05.01.2012 - 04:06
დიდი ადამაინები კი სუფრასთან სხედან,,სვამენ,,,იცინიან თავისებურად..იგონებენ ძველ ამბებს,,ახალსაც ჰყვებიან...თოვლის ბაბუაზე საუბარი,კი არ სურთ,რადგან ყველას სტკივა,,სტკივა დიდობა...და ურჩევნიათ თვალები დახუჭონ,არაფერი მოისმინონ: ზღაპრებზე,ფიფქიებზე და ახალი წლის ჯადოსნურ ღამეზე...ისინი უბრალოდ სვამენ,,დროს თავისებურად ატარებენ და თვალებს ხუჭავენ,როცა სტკივათ ცხოვრება...
#3, 05.01.2012 - 03:43
LoveAgent (31)
axla rom vitiro, xo momeferebit ? :)
#2, 04.01.2012 - 22:42
მათ მოსმენას,არაფერი სჯობს,,,მათი სამყარო,ჩვენსას არა ჰგავს და ეს მიხარია ძალიან.."
#1, 03.01.2012 - 22:11
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.