Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ALLEE blog

თვალები..

თვალები... ისეთი მგრძნობიარე, რომ გეშინია არ შეგიყვარდეს. თბილი და სათნო...სულ რომ გინდა უყურო და არასოდეს გწყინდება. იმ თვალების უკან ყველაფერი მშვენიერია. იქ სიმშვიდე და სიყვარულია, სიკეთე და სილამაზეა, იმიტომ რომ იქ სულია, ადამიანის სული... გაბრწყინებულ თვალებზე უფრო მშვენიერი. მიყვარს, როცა შენი მორიდებული მზერით მათბობ. აქ სიტყვები სრულიად უადგილოა. თვალები უფრო მეტს მეტყველებენ გრძნობებზე და სიტყვებივით არასოდეს იტყუებიან. სიტყვები უფრო გონებიდან მოდის ხოლმე და არა გულიდან. გულიდან წამოსულ სიტყვებს მხოლოდ თვალები ამბობენ... ვიცი რომ ეს ასეა. არც ჩემ სიტყვებს არ დაუჯერო. უაზრო ბოდიალი და თავის მართლებაა როცა გეუბნები რომ არ მიყვარხარ. ვიცი ჩემმა თვალებმა ჩუმად მოგიტანა ამბავი. მერე მე გავკიცხე და მწარედ დავსაჯე მეტიჩარა, მოღალატე თვალები და მას შემდეგ აღარც იღიმიან, აღარც მეტიჩრობენ და ეშინიათ შენ თვალებთან შეხვედრის. ჰო და თვალსაც მოენატრე და გულსაც... შენი თვალები კი ვიცი კვლავ ელიან ჩემსმაბეზღარა მზერას. გინდა რომ კიდევ ერთხელ ჩამიშვან. ისიც ვიცი მხოლოდ შენ შეგიძლია სინათლის სხივი კვლავ დაუბრუნო ორ დასჯილ და გაბუტულ, ბოღმისა და დარდისაგან დასიებულ გუგას, მუდამ ცრემლებში რომ დაცურავენ. მაგრამ მე ჯერ მზად არ ვარ... ალბათ ზედმეტი მომივიდა, ასე მკაცრად არ უნდა დამესაჯა, მაპატიე... და დამელოდე, დამელოდე და მოვალ, რომ შენი მორცხვი მზერით კიდევ ბევრჯერ გამათბო...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline ALLEE (27)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.