Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

იცი დეე.

იცი დეე ..
ყოჩივარდები მოგიტანე
გზაში ჯიუტად ვდუმდით,
ცდილობდნენ დაბუჯებული გულის_
სურნელით ჩხვლეტას

იცი დეე..
კედლებზე,სურათები ქრონოლოგიით დავაკარი,
ჭერი ხელით მიჭირავს_
მაწვება უმოწყალო სიმძიმით,
არ ვნებდები_
სივრცეს სურათებით ვიფერადებ

იცი დეე..
ვერ შევიყვარე,
ნულოვან წერტილს_ ვერ დავარქვით “ჩვენ”,
კართან ატუზული სიყალბე, შემოუშვით სახლში,
მუჭაში დარჩენილი ტკივილები_
გასამართლებულ მომავალს გავატანეთ

იცი დეე..
აღარ მაშინებს ქუხილი,
ბავშვობის სიტყვები მახსენდება,
“ღმერთი გაცივდა და აცემინებსო”
ცას ვაშტერდები მონატრებით ინფიცირებული,
ვჩურჩულებ_
“გაიზარდე ღმერთო”

იცი დეე..
არაფერს ვნანობ,
მხოლოდ უშენობას

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.