Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aniko-aniko blog
არ დაიძინო ჩემს მკლავებს იქეთ
ჩემს ბალიშს იქეთ ცივი ქვებია...
არ გაიღვიძო ისე,რომ არ თქვა
ასეო ჯერ არ გამღვიძებია...
ასეო ჯერაც არ მძინებია
ჯერ არ მიხილავს სიზმარი მსგავსი...
არ დაიძინო არსად ,არვისთან
დაღლილი ჩემთან დაბრუნდი-სახლში...
მე ცხელ ჩაიში ჩაგიბნევ ღიმილს
მე თმებში დავშლი ალერსის მარცვალს...
არ დაიძინო ოღონდ სხვის ძილთან
არსად...ჩემს იქეთ...ანდა ჩემს ნაცვლად.
არსად დატოვო სიზმარი მწველი
მოჰყევი ჩემთან არეულ ფიქრებს...
დაღამდა უკვე მე სახლში გელი
არ დაიძინო ჩემს მკლავებს იქეთ!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.