Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
saloo7 blog

2010 წელს საკითხავი 6 ვარდისფერი ბლოგი

ძალიან ბევრ უცხოურ ბლოგზე 2010 წლის დაწყებისთანავე გამოჩნდა ლისტ-პოსტები, თუ რომელი ბლოგების კითხვაა რეკომენდირებული ამ წელს. ძირითადად ყველა ისეთ ბლოგებს უწევდა რეკომენდაციას, რომლებიც მათ საკუთარ ბლოგებთან თემატურად იყო დაკავშირებული და მკითხველისთვის გარკვეულ წილად საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო.

ამ მოვლენამ მეც გამიჩინა იდეა, ჩამომეთვალა ის საინტერესო ბლოგები, რომლებმაც შესაძლოა ჩემი მკითხველი დააინტერესოს.

შესაბამისად, თუ ჩემი ბლოგის კითხვა გიყვართ, გადაათვალიერეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ექვსი ბლოგი და მომახსენეთ თქვენი აზრი თითოეული მათგანის შესახებ.

მაშ ასე, Sweet.ge-ს მიერ რეკომენდირებული 2010 წლის 6 ვარდისფერი ბლოგი:

6. PinkBlog.org

კვირაში რამოდენიმეჯერ განახლებადი თემატური ბლოგი ვარდისფერი ნივთების შესახებ. აქ იწერება სად რა შეიძლება იყიდო და რა ფასად.

თუ ვარდისფერი გაჯეტები, ტანსაცმელი და აქსესუარები არ მოგწონთ, ამ ბლოგის დათვალიერებას აზრი არ აქვს.

ხოლო ვარდისფერი ნივთების მოყვარულთათვის სუფთა ტექნიკური საკითხავია......

5. Sushi-Cat.net

ეს ბლოგი ერთი კვირის წინ აღმოვაჩინე.

ავტორი ნახევრად იტალიელი და ნახევრად ირლანდიელი ჯენია, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში ცხოვრობს. დიდი ეჭვი მაქვს რაღაც იაპონურიც ურევია, რადგან ხშირად იყენებს იეროგლიფებს და გატაცებულია იაპონური მოდის ჟურნალების შეგროვებით.

მისი ბლოგის დიზაინი და საინტერესო ხასიათი მომწონს.

4. If It Comes in Pink

სანდრა შვედეთში ცხოვრობს დედასთან. მისი მშობლები გაცილებულები არიან და ის ხშირად ჩადის მამასთან მინესოტაში. იქ ყოფნისას ძირითად დროს შოპინგში ატარებს.

ვარდისფრის აბსოლუტური freak-ია. ბლოგზე თავადაც ნახავთ.

და კიდევ როგორც აღმოჩნდა, ხშირად შემოდის ჩემთან და ფოტოებს ათვალიერებს. მისი ბლოგი ჩემთან დატოვებული კომენტარიდან ვიპოვე. :love:

3. Perezhilton.com

ინტერნეტის ყველაზე წვნიან სელებრითი-ჭორებს ყოველთვის პერეზ ჰილტონი ავრცელებს. ის არის ყველაზე აუტანელი პაპარაცი, ყველაზე დაკვირვებული ტვიტერის მეთვალყურე, ჩასაფრებული ვეფხვი და მიმალული დრაკონი.

მისი ბლოგი ჰოლივუდში ნომერ პირველი სიძულვილის საგანია.

ვერც კი ვხვდები საიდან მოაქვს ამდენი ჭორები და როგორ არ გაბერტყა ოდესმე რომელიმე ცნობილი ადამიანის დაცვის წევრმა. (ან შეიძლება გაბერტყა და უბრალოდ მე არ ვიცი :D )

მე რომ სელებრითი ვიყო და პერეზ ჰილტონი დამსდევდეს, სელებრითობაზე უარს ვიტყოდი. :D

2. CheeserLand.com

Cheesie-ს ნამდვილი სახელია რინგო. ის Nuffnang-ის მალაიზიელი ბლოგერია და მგონი კუალა ლუმპურში ცხოვრობს.

ვერ ვიტყვი, რომ არაჩვეულებრივად წერს ინგლისურად, მაგრამ ისე საყვარლად ამახინჯებს ზოგიერთ სიტყვას სინგლიშის სლენგზე, შეუძლებელია მისი სტილი არ შეგიყვარდეს. ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო ამ ბლოგერში სწორედ ეგ არის.

გარდა ამისა ის კომენტარების თითქმის 90% პასუხობს და არაჩვეულებრივად გამოიყურება ფოტოებში!

მკითხველები ხანდახან აბრალებენ, რომ ის სინგაპურელ ბლოგერს – ვენდი ჩენგს – ბაძავს (მაგალითად ბლოგის დიზაინით). სინამდვილეში ჩიზი და ვენდი ძალიან კარგი მეგობრები არიან.

ორი თვის წინ ჩიზი სპეციალური მისიით ჩავიდა სინგაპურში, რათა ვენდის საქმროს დახმარებოდა ხელის თხოვნის ცერემონიალის წარმატებით ჩატარებაში, რაც ვენდისთვის სიურპრიზი უნდა ყოფილიყო. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა.ამსახველი ვიდეო ჩიზის ბლოგზეც იდო.

1. Xiaxue.sg

სამხრეთ აზიური ბლოგ-სამყაროს მარგალიტი და ბლოგერთა დედოფალი – ასე უწოდებენ ბლოგერები ვენდი ჩენგს, იგივე სიაშუეს.

მის ბლოგს ხუთჯერ აქვს მოგებული აზიის საუკეთესო ბლოგის ჯილდო დაყოველდღიურად 45 ათასამდე მნახველს მასპინძლობს.

ვენდი ჩენგი თვეში დაახლოებით 2-3 ათას სინგაპურულ დოლარს იღებს ბლოგინგიდან. შემოსავლები მისი ვიდეო-ბლოგიდან და სხვა პროექტებიდან ამ თანხაში არ ითვლება.

შეიძლება ერთი შეხედვისას დაიბნეთ და შეკითხვა გაგიჩნდეთ, თუ რა არის ამ ბლოგში ასეთი განსაკუთრებული. ისეთი არც არაფერი, გარდა იმისა, რომ ვენდი საინტერესოდ წერს, წერს ისეთ საკამათო თემებზე რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს, აქვს ბევრი ჰობი და გატაცება, მათ შორის ვარდისფერი ნივთები, შოპინგი, გაჯეტების ბრჭყვიალა კრისტალებით მორთვა, მაჰჯონგის თამაში და ა.შ.

ის ძალიან ხშირად მოგზაურობს და ბლოგზე ბევრ ფოტოს იპოვით, რომლებიც სხვა ქვეყნებში და ქალაქებში აქვს გადაღებული.

მისი ბლოგი და ცხოვრება ჰგავს წარმტაც ზღაპარს, ოცნებას, რომლის თავს გადახდენაც შეიძლება ყველა მისი ასაკის გოგომ ინატროს.

ჩემი პირადი დამოკიდებულება ვენდის მიმართ იმდენად თბილი და ემოციურია, რომ არც ვიცი, როგორ შეიძლება ეს გამოვხატო. ნახევარი წლის წინ MSN-ში დამამატა და ხანდახან ვსაუბრობთ ხოლმე.

ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა, რომ სიაშუე პირადად გავიცნო და 100% დარწმუნებული ვარ, ეს ოცნება ძალიან ცოტა ხანში ამისრულდება.

რამოდენიმე ჩემმა მკითხველმა შენიშვნა მომცა – მას ბაძავ ვარდისფრის სიყვარულშიო. მაგრამ მისი ბლოგი იმ დროს აღმოვაჩინე, როცა სავარაუდოდ ვარდისფერი ფოტოაპარატის სურათებს ვეძებდი გუგლში. ჩემი ვარდისფერისადმი სიყვარული ბევრად ადრე დაიწყო, უბრალოდ ვენდი ამ საქმეში (და არა მარტო!) ჩემი soul-mate და ინსპირატორი აღმოჩნდა.


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline saloo7 (24)
საქართველო, საქართველო, ქუთაისი



© 2017 Face.ge - all rights reserved.