Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

მზე, დიდი,სევდიანი, ნაბიჯებით დადის ოთახში....გამბედაობა ჰყოფნის და საძინებელში შემოდის,სასთუმალთან აწყობს მზის სხივებს და მიყურებს...მსიამოვნებს მისი სახე,მისი ღიმილი...

-სად იყავი ამდენს ხანს?ვუბრაზდები და ცრემლები ეცემიან ხელის გულებზე..სად იყავი..ვტირი და ისტერიკა მეწყება...ლურჯი,იასამისფერი ცრემლები მტკივა...მზე კი მიყურებს და ტირის...ოქროსფერი ცრემლები ჰქონია მზეს...შემოდგომის ფოთლებივით ოქროსფერი..

-სად იყავი,რატომ მიმატოვე??მეგონა უშენოდ მოვკვდებოდი...მეგონა გაქრა მარადისობა და სიცოცხლეც...მეგონა..მეგონა და ვტირი ისევ..მზეც ტირის. დიდი, გაბუსული, ცრემლებით ტირის, ჩემი მზე..ჩემი მეგობარი და სამყაროს საწყისი..ამდენი ხნით,როგორ მიმატოვე?,,არ იცოდი უშენოდ რა ხდება ხოლმე ჩემში?როგორ გავუძლებდი ამდენ ფოთოლცვენას...??მაჯებით ვიწმენდ ცრემლებს და ვუყურებ მზეს,მოლოდინით,,იმედით,რომ არასდროს დასრულდება მისი ნათება..რომ ვიცი, მზე, ყოველთვის მოვა...ყოველთვის...მოვა და ააყვავებს მთებს,,,ჩემისთანა დიდგულა ადამიანებს გაათბობს და ოცნებებით აავსებს...

მე აღარ,მზე კი ისევ ტირის..მიხარია თითქოს...მოვენატრე მზესაც-ვფიქრობ ჩემთვის და ვკისკისებ..მზეო,მზეო ცხრათვალა....მიყვარხარ მზეო...წამო რა გთხოვ დავეშვათ მდელოზე,,ვითამაშოთ,ვიოცნებოთ,ვიფიქროთ....

გათბა,გადიდდა ჩემი გული...სარკმლიდან შემოდიოდა მზე და გადიოდა აივნიდან...ხან ჩემს სარკმლებს მოადგებოდა დიდი,სევდიანი თვალებით და ხან შენსას...ხან ტიორდა და ხან იცინოდა, ჩვენი, ოქროსფერი მზე....

ვწევარ და მზე აღარ ტირის უკვე..მე კი თვალებს ვხუჭავ და ვგრძნობ,როგორ გათბა გული,,,დამშვიდა ადამიანობის სირთულის გამო,აბრეშუმის ძაფებივით ერთმანეთში ახლართული ყოფიერება...ოქრსოფერი სამოსი მომაცვეს მხრებზე მზის ანგელოზებმა და მერე მზემ,მითხრა-რომ მეც ვუყვარვარ და მშვიდად,ღმერთივით ლამაზად აენთო ცაზე....


Tags:

 
Interesting
positive votes: 17  |  negative votes: 0

Write comment:

NANONANIKO (44)
ვწევარ და მზე აღარ ტირის უკვე..მე კი თვალებს ვხუჭავ და ვგრძნობ,როგორ გათბა გული,,,დამშვიდა ადამიანობის სირთულის გამო,აბრეშუმის ძაფებივით ერთმანეთში ახლართული ყოფიერება...ოქრსოფერი სამოსი მომაცვეს მხრებზე მზის ანგელოზებმა და მერე მზემ,დამხედა,მითხრა-რომ მეც ვუყვარვარ და მშვიდად,ღმერთივით ლამაზად აენთო ცაზე....
#1, 06.01.2012 - 11:19
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.