Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gvanci-20 blog

აღასრულე , რაც რამ კარგი ამ ვეყნად გიფიქრია

ვიდრე გული გულია და

ვიდრე ფიქრი ფიქრია,

აღასრულე , რაც რამ კარგი

ამ ვეყნად გიფიქრია.


აღასრულე , რაც რამ კარგი

ამ ქვეყნად გიფიქრია

ვიდრე, ვარდობს თეთრი ვარდი

ვიდრე წლებს არ გითვლიან .

ვიდრე ვინმე გენატრება ,

ვიდრე ვინმე გნატრულობს

მიეახლე , გაახარე

სულო ჯვარზე გაკრულო!


დალოცე და შეავედრე

ვიდრე ღმერთი ღმერთია,

ვიდრე ქვეყნად სალოცავი

ხატი მხოლოდ ერთია.


ვიდრე გული გულია და

ვიდრე წყლული წყლულია

ვიდრე ფრთებით სივრცეების

გადაფარვა გწყურია!



ვიდრე გული გულია და

ვიდრე ფიქრი ფიქრია,

აღასრულე , რაც რამ კარგი

ამ ვეყნად გიფიქრია.

(რ.ცერცვაძე)


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.