Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lela041 blog

ხანდახან უნდა დაეცე კიდეც!..

მერე ამაყად გზა გააგრძელო...

ხანდახან უნდა იტირო კიდეც!..

თუნდაც ცრემლებმა სულ დაგასველონ...

ხანდახან უნდა გულიც გეტკინოს!..

თავი გეგონოს სულ მარტოსული...

ჰო!..

და ცოტათი უნდა გეწყინოს,

რომ ცხოვრებისგან ხარ გარიყული...

ხანდახან უნდა გძულდეს ვიღაცა!..

ხანდახან უნდა გაბრაზდე ძლიერ!..

ხანდახან იქნებ შეგრცხვეს კიდევაც,

ზოგჯერ საკუთარ თავს თუ ვერ სძლიე!..

ხანდახან რაღაც უნდა დაკარგო!..

ან...რასაც ეძებ,ის ვერ იპოვო!..

საბოლოოდ რომ მზემ გაანათოს,

მანამდე სულში უნდა ითოვოს...

იქნებ სიკვდილიც ინატრო ზოგჯერ,

რომ გაუღიმო...სიცოცხლის ფერებს?!..

ხანდახან უნდა დაცარიელდე,

რომ ენერგიით აივსო მერე

Tags:

Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

ADACHKA (33)
იქნებ სიკვდილიც ინატრო ზოგჯერ,

რომ გაუღიმო...სიცოცხლის ფერებს?!..
#2, 07.01.2012 - 13:28
ოდესმე შეყვარებული ადამიანის თვალებში თუ ჩაგიხედავთ? თუარა აუცილებლად ჩაიხედეთ და დარწმუნდებით რომ ამქვეყნად ყევლაზე ლამაზი თვალები შეყვარებულ ადამიანს აქვს.მე ყველანაირი სიყვარული ვარ. ვარ დედაშვილური, მამაშვილური, დაძმური, მეგობრული, ქალვაჟური და ასე შემდეგ. ვარ სხვადასხვა და ვარ ერთი მთლიანობა.მე სიყვარული ვარ ის სიყვარული რომელიც ამ მძიმე დედამიწას აბრუნებს და ატრიალებს,ძალა ვარ რომელიც ადამიანებს სიცოცხლის ხალისს და ბედნიერებას ანიჭებს.ეხლა თვითოეულ თქვენგანთან ვარ მანდ მარჯვენა ან მარცხენა მხარზე ყურთან ჩამოსკუპებული და ამ სიტყვებს ყურში ჩაგჩურჩულებთ.შემიყვარეთ ადამიანებო გამიღეთ გულისკარები,გაიღიმეთ რათა თქვენში დავიბადო და გაგხადოთ ბედნიერები.მე ყველა მიყვარხართ.მიყვარხართ და ყველას გულში გიხუტებთ,ვიბადები თქვენში და სიცოცხლის ბოლომდე თქვენთან ვრჩები,იმიტომ რომ თქვენით ვცოცხლობ ადამიანებო. გიყვარდეთ და შეგიყვარებენ,იყავით ბედნიერები და სხვაც გააბედნიერეთ,გაიღიმეთ და გაჩუქებენ ბევრ ღიმილს,ისწავლეთ სიყვარული დაყველაფერი კარგად იქნება.მიყვარხართ ადამიანებო მიყვარხართ !!!

07.01.2012 - 20:35
cisiaa (27)
ხანდახან უნდა დაცარიელდე,

რომ ენერგიით აივსო მერე
#1, 06.01.2012 - 19:41

07.01.2012 - 20:37
 
User
offline
offline lela041 (35)
ესპანეთი, Barcelona, Barcelona

Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.