Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lela041 blog

ლოდინით დაღლილი ქვები შემოდგომის ფოთლებივით მცვივა,
არავის აღარ ვახსენდები, მიტოვებული ბავშვივით მცივა.
სიზმრად მაგონდება საკურთხეველთან თქვენი წრფელი გულების ფეთქვა,
ნანგრევად ვქცეულვარ, ერთ დროს დიდი სალოცავი ტაძარი მერქვა.
მერე რა, თუკი ჩემს კედლებში შეიგრძნობა ორპირი ქარი,
თქვენ მიმატოვეთ,თორემ ღმერთი სულ ჩემთან არის.
მაინც დავტირი მე ჩემს სამწყსოს, ჩემს ფესვზე გაზრდილს,
დანგრეულ კედლებს, გაფანტულ ლოდებს წვიმა
ღვთისმშობლის ცრემლებად დასდის.
ბურჯად ვედექი ერთ დროს ასე ხალხმრავალ სოფელს,
შენ ეი, მგზავრო, ნუთუ მართლა ჩემს კარზე მოხველ?
თუ არ მოთიბავ, ეს ეკალი ფეხით გათელე,
როგორ მოგრევიათ სიზარმაცე ასე ქართველებს.
თითქოს გაიგო მგზავრმა ტაძრის უხმო ჩივილი,
მუხლზე დაეცა - საქართველო აკურთხეო - სთხოვა ტირილით,
უეცრად სხივი ჩამობრწყინდა მაღალი ციდან,
კაცმა ახედა, ტაძრის კედელთან მომღიმარი უფალი იდგა.

lela ......
00:24

მე მოგიძღვნიდი ცას ულამაზესს,
უამრავ ვარსკვლას,კაშკაშა მთვარეს,
და ზედ ცისფერი ფანქრით დახატულ,
ჩემ შთაგონებას_შენ ლამაზ თვალებს.

მე მოგიძღვნიდი ზღვის სანაპიროს,
ქვიშაში ჩადგმული პატარა ქოხით,
უბრალოდ მაგიდას,სანთლებით მორთულს
მასზე დადებულ ხვანჭკარას ბოთლით.

მე მოგიძღვნიდი ლამაზ ბუნებას,
მთებით შემოკრულ პატარა სოფელს,
ბუხრიან სახლს და ვაზიან ეზოს..
ჩემ წინაპართა ადგილ სამყოფელს.

მე მოგიძღვნიდი სიცოცხლეს ჩემსას,
შენ რომ იცოცხლო დიდხანს და სხვისთვის,
მაგრამ იცოდე მე არაფერს გთხოვ,
სრულიად არაფერს ამ ყველარისთვის!


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

tamtalove (21)
არავის აღარ ვახსენდები, მიტოვებული ბავშვივით მცივა...

თქვენ მიმატოვეთ,თორემ ღმერთი სულ ჩემთან არის...
#1, 08.01.2012 - 12:12
08.01.2012 - 23:55
 

User
offline
offline lela041 (35)
ესპანეთი, Barcelona, Barcelona



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.