Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aNeLa blog

ნუ ტირი,თუ მართლა გიყვარვარ!


სიკვდილი არა არც რა,მე მხოლოდ გაღმა ნაპირს გავედი...მე ისევმე ვარ,შენ ისევ შენ ხარ,რაც ვიყავითერთმანეთისთვის ისევ ის ვართ საუკუნოდ...ისევ ისე მომმართე,როგორც ყოველთვის მოგიმართავს...ისევ ისე მოსაუბრე,როგორც ყოველთვის გვისაუბრია...ნუ დამელაპარაკები სხვა გულით,ნუ მიიღებ სამგლოვიარო,მწუხარე იერს,გაიცინე რაზეც გვეცინებოდა...ილოცე,გაიღიმე,იფიქრე ჩემზე,ჩემთან ერთად ილოცე...ჩემი სახელი ისევ ისე წარმოთქვი,როგორც აქამდე წარმოითქმებოდა ყოველგვარი ნაღველის გარეშე...სიცოცხლე იმავეს ნიშნავს,რასაც მუდამ ნიშნავდა...იგი ისევ ის არის,რაც იყო...ძაფი არ გამწყდარა...რატომ გგონივარ შენს ფიქრებს გარეთ?იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ?!...მე შორს არა ვარ...ზუსტად გზის გადაღმა ვარ...ხომ ხედავ ყველაფერი კარგად არის...ნუ ტორი თუ მართლა გიყვარვარ!!!თუ მართლა იცი რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი,თუ ძალგიძს გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო,თუ ძალგიძს დაინახო გადახსნილი თვალსაწიერი,საუკუნო სამყოფელი,ახალი ბილიკი რომელზეც ვდგავარ,თუ წამით ძალგიძს ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას,რომლის წინაშეც სილამაზე ფერმკრთალდება...როგორ?!....თუკი საწუთროში აჩრდილთა საუფლოში მხედავდი და გიყვარდი,წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე??გწამდეს...როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს,როგორც მე ამყარა,როცა ერთ დღეს მხოლოდ ღვთისთვის ცნობილ და ღვთისაგან დადგენილ დღეს,შენი სილიც შევა სასუფეველში,სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო...იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას ვისაც უყვარდი...და ისევ უყვარხარ....კვლავ პოვებ მის გულს და იმ გულში იმავე გრძნობას იპოვი,ოღონდ უფრო განწმენდილს...შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი,თუ მართლა გიყვარვარ!


Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

ნუ ტირი,თუ მართლა გიყვარვარ!:(((((
#2, 07.01.2012 - 15:31
lela041 (35)
gmertoo hemooo ....ra magarriiiaaaaaaa....
#1, 07.01.2012 - 15:17
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.