Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tanano-fangani blog

უნდა გავცილდე და გავაღწიო, უნდა ვიპოვო,რაღაც მესამე...

დაბადებამდე დამიდეს ზღვარი,

დაბადებიდან ვაწვალებ სათქმელს

და ბრმა ლეკვივით ვეფათურები,

სულის ფსკერსა და სხეულის სარქველს.


თორემ ვის უნდა,სული და ხორცი,

ზამთრის მთვარესთან მონათესავე?!...

მე მაინც მომაქვს რაც გამაჩნია,

მანდ მორჩეს ჩემი მიმქრალი სოლო,

სხვამ იქნებ კიდევ მონახოს რამე,

მე კი სული და ხორცი მაქვს მხოლოდ.

თუ მიშველიან გაფითრებული თქვენი ლექსები,

დაღლილნი ასე...

და თქვენი სახე,ისიც დაღლილი

რაღაცნაირი თვალებით სავსე...

მასწავლეთ, როგორ ვიქცე ზვარაკად

შესაწირავი რაა მესამე?...

თორემ ვის უნდა სული და ხორცი,

ზამთრის მთვარესთან მონათესავე?!...


Tags:

 
Interesting
positive votes: 16  |  negative votes: 0

Write comment:

3D
#2, 12.01.2012 - 03:36
უნდა გავცილდე და გავაღწიო, უნდა ვიპოვო,რაღაც მესამე
#1, 09.01.2012 - 14:59
თორემ ვის უნდა,სული და ხორცი,

ზამთრის მთვარესთან მონათესავე?!...
09.01.2012 - 15:00
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.