Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lela041 blog

შენი თვალთა სხივი ზეცას დაიმონებს,

კაცსაც დააჩოქებს შენით გატაცებულს...

შენი გამოხედვა თერგსაც დააოკებს,

გულსაც დაამშვიდებს ფეთქვით აჩქარებულს....

შენი სიყვარული მზესაც დააბნელებს,

ზღვასაც დაამშვიდებს ღელვით აქაფებულს......

ხედავ ლურჯი ზეცა როგორ მოღრუბლულა?

კაციც დაჩოქილა გრძნობით ანთებული,

თერგიც მოღუშულა შენი გამოხედვით,

გულიც აღარ ფეთქავს უკვე გატანჯული...

მზემაც დაგვაბნელა შუქით ანთებულნი

და ზღვაც მშვიდადაა ისევ განაბული(K)

Вчера 23:51

21:05

როგორ იწყება სიცოცხლე, იცით?

პირველად, ალბათ, დედის ძუძუთი...

ჯერ სიხარულით, მერე ტკივილით,

მზით, ვარსკვლავებით, სეტყვით, ბურუსით...

როგორ გრძელდება სიცოცხლე იცით?

ავის შეცნობით, კარგის დანახვით...

და მიდის, მიდის, სიცოცხლე მიდის,

ხან სიყვარულით, ხანაც ღალატით...

როგორ მთავრდება სიცოცხლე, იცით?

პოეტებისთვის ის არ მთავრდება,

პოეტების გზა სიცოცხლის იქით,

უკვდავებისკენ მიემართება!

უკვდავებისკენ, უკვდავებისკენ,

მარადის ქროდნენ მათი მერნები;

იქ მაინც ბრწყინავს მათი ნატვრისხე,

იქ აწვიმთ, ალბათ, დედის ცრემლებიც!!!

მაგრამ ჯერ სანამ მოვა სიკვდილი,

წინ ალბათ გრძელი გოლგოთის გზაა...

ბრუნავს დოლაბი, სუნთქავს წისქვილი,

და ყოველივე ღმერთის ნებაა!

Вчера 18:20

21:07

ძნელია მოლოდინი,
იცი რომ ვერ მოვა და მაინც ელოდები.
ძნელია მეგობრობა
და მაინც გიყვარს და ეფერები.
ძნელია განშორება
და მაინც მიდიხარ და ეთხოვები.
ძნელია სიყვარული
და მაინც ენდობი და ეფერები.

ძნელია სიძულვილიც
და მაინც გძულს და ეჯავრები.
ძნელია ეს ცხოვრება
და მაინც ცხოვრობ და ეწამები
ადვილი რა არის?
ალბათ არაფერი,
ძნელია ყველაფერი
და მაინც ცხოვრობ და ემონები.

21:09

შეიძლება ვერ გაგათბოს ჩემმასიტყვამ
ვერ დავხატო...ვერ გადმოვცე რაც მაქვს გულში...
შენ ხომ იცი, მე არ ვგავარ ალბათ იმ სხვას
ლამაზად,რომ მეტყველებენ გრძნობებს წუთში!

არ მიწყინო ეს უბრალო სიყვარული
სიტყვები ხომ ჩემს გრძნობებთან უფეროა...
და ამიტომ არასოდეს დაიჯერო,
თუ წამომცდა... მშვენივრად ვარ უშენოდაც.

ზოგჯერ გრძნობებს ეურჩება თვით გონება
მაგრამ გულში ჩაიხედე...სხვა როდია,
და ამიტომ ვამჯობინებ... სიტყვებს, დუმილს
შენ კი ალბათ არ მიყვარხარ..თუ გგონია...

აი ხედავ? არ გამომდის ლექსის წერაც
ვერც ვპოეტობ... .ვერც ლამაზად ვხატავ ფიქრებს
განა ის რომ არ მიყვარხარ სხვებზე მეტად...
მე უბრალოდ ვერ შეგკადრებ ღარიბ სიტყვებს.

მე არ ვგავარ იმ ბრჭყვიალა ქალბატონებს
ვინც მეტყველებს ლამაზად და ბოჰემურად,
მაგრამ იცი? მთავარია გულით გრძნობდე
და გიყვარდეს... ჩუმად, მაგრამ პოეტურად

21:10

იესოს ხატთან სამი სანთელი
პირველ თოვლივით ჩუმად დნებოდა,
ტაძარში იდაგა მკრთალი ნათელი,
სანთლები უხმოდ იფერფლებოდა.
ჩამოდიოდა სანთლის ნაღვენთი,
წვეთ–წვეთად იქვე იღვენთებოდა,
და მძიმე შუქის უფერო ფონზე
ორი ლამაზი გრძნობა ჩნდებოდა.
ერთი სანთლი მეგობრობისა,
მეგობრულ გრძნობით იცრემლებოდა,
მეორე იყო სიყვარულისა,
ის სიყვარულით იტანჯებოდა,
ხოლო– მესამე მონატრებისა
ორივე გრძნობას ეფერებოდა.
იდგა სიჩუმე და ყველა ბგერა
სადღაც უკვალოდ იკარგებოდა,
შემოდიოდა ტაძარში ხალხი,
ხალხი ერთმანეთს ენაცვლებოდა


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

tamtalove (21)
გულიც აღარ ფეთქავს უკვე გატანჯული...
#1, 08.01.2012 - 12:15
31.01.2012 - 11:58
 

User
offline
offline lela041 (35)
ესპანეთი, Barcelona, Barcelona



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.