Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lela041 blog

emigrantebs.dabrundit qartvelebo...

დაბრუნდით ქართველებო!
საქართველო დედაღვთისმშობლის კურთხეულია,
უფალმა ქართველ ერს დაუთმო თავის წალკოტი,
სხვაგან სად არის მონატრება ისე ძლიერი,
როგორც სამშობლო, საქართველო, ღვთისგან ნაბოძი.
ქართული გულით გადაშლილი სითბო სად არის,
ვის მიაქვს მიწა სამშობლოდან გულში ჩაკრული,
ქართული ხმათა შეძახილი, ცეკვა-თამაში,
აქ არის წმინდა სიყვარული ქართულ მამულში.
დრო იყო როცა ტყვედ წასული ბევრი ქართველი,
ცვიოდნენ ზღვაში საწამლავით თავებს იკლავდნენ,
ტყვედ წაყვანილნი თავისუფალ დროს რომ ჰპოვებდნენ,
ერთხელ ნაბოძებ სიცოცხლესაც გმირად სწირავდნენ.
შორს ტრამალებში, აქეთ-იქეთ გადაფანტულებს,
ფიქრებში წასულთ, ძილ-ღვიძილში ჩაესმით ეს ხმა,
გაფითრებული წამოხტება შორს მყოფი დარდით,
ცრემლით დანამულს: - ჩამოდი დედა!
ვერ დაიბრუნებ ვერ აღიდგენ იმ დანაკარგ დროს,
დედა, რომელმაც პაწაწინა ჩვილი დატოვა,
გაჭირვებისგან გადიხვეწა ლუკმა-პურისთვის
და ყოველ წამში თავის შვილის ნახვას ნატრობდა.
მე მუხლ მოყრილი ვევედრები უფალს სანთელთან,
ბევრი დუხჭირი ომთა-ბრძოლა გადავიტანეთ,
დაბრუნდით ყველა სამშობლოში ქართველო ერო,
საქართველოკენ მომავალი გზა გაგინათდეთ


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

koka17 (107)
ემიგრანტები.
გადახვეწილი შენს სამშობლოდან
ნუ დაივიწყბ სამშობლოს ენას
გადავიწყებულს ვინ გადაგარჩენს
თუ ვერ იხსენებ შენს ქართულ ენას.
არ შეიძულო შენი სამშობლო
გულით შეუნდე თუ გაგყვა წყენა
დაიმახსოვრე დღეს არა ხვალე
შენს ძარგვებში ჩქებს ქათული გენა.

გადახვეწილი შენს სამშობლოდან

შენ ქართველი ხარ სამშობლოს ლხენა.

ჩვენსგან წასული ვინ გადაგარჩენს

თუ დაგავიწყდა ქართული ენა.

გადაკარგული შენს სამშობლოდან

მუდამ გახსოვდეს შენთან ვართ ყველა.

თუ სამშობლოში არ დაბრუნდები

შესანდობს დალევს შენს მიმართ ყველა.
#3, 08.01.2012 - 12:19
08.01.2012 - 23:47
koka17 (107)
მე მიყვარს წვიმა და იცით რატომ?
ზეცას გავყურებ გულში ვარ მარტო
წვიმა ჩემს სევდიან ცრემლებს მალავს
ასევე ჩემს ყველა ნაკვალებს შლის,
წარსულს გაატანს სევდიან ამბებს
ალბათ ამიტომ ყველაფრათ ღირს.

სიო ნიავი ზოლის ნაპირზე

მართლა ქართულობს და ჩემ გულს ღრნის,

ღმერთმა მიფერხა მე საქართველო

მისთვის წამება ყოველთვის ღირს.

გადის უჩუმრად დრო სათაყვანო,

ჩემს ქართულ გულში მუდმივად

წვიმს,

თუ საქართველო ფეხზე დადგება

ჩემი განცდები ყველაერად ღირს.

კოკა.
#2, 08.01.2012 - 12:17
koka17 (107)
სამშობლოს მონატრებული.

იციცს კი ვინმემ შენ რას განიცდი?

ვინმემ თუ იცის რა ხდება გულში

ვხედავ მარტო ხარ ეხლა შენ თავთან

ეს სიმარტოვე დაძვრება სულში.

ვხედავ მე მივხდი შენ რას განიცდი

ასევე ვხედავ რა ხდება გულში.

ნუ იტანჯები არა ხარ მარტო

ძან ლამაზი ხარ მინდორის ნუში.

იცი კი ეხალ მე შენ რას გიხსნი?

განცდა გაფანტე ნუ იდებ გულში

შენი სამშობლო ეხლა გრზნობს ტკივილს

როცა ჩამოხვალ ჩაგიკრავს გულში.

კოკა შანიძე.
#1, 08.01.2012 - 12:16
გადავიხვეწეთ უცხოეთში შენცა და მეცა,
მოგვნატრებია საქართველოს ნაჯიჯგნი მიწა,
ხელისმოჩრდილვით გამოგვყურებს მამულის ზეცა
და უხილავი ანგელოზი გვახლავს და გვიცავს.

მამადავითზე გაწოლილა ნისლი დევივით,
წითელ კრამიტებს მოხდენია მორცხვი იერი,
ასე მგონია, ხვალ სიონში ისევ შევივლი
და გამაბრუებს სურნელება სანთლისმიერი.

გადავიხვეწეთ უცხოეთში შენცა და მეცა,
აქ სხვა დილაა,სულ სხვა ბინდი,სულ სხვა ოცნება,
თვალცრემლიანი გამოგვყურებს თბილისის ზეცა
და როგორ მინდა დავუჩოქო ამ საოცრებას

08.01.2012 - 23:53
 

User
offline
offline lela041 (35)
ესპანეთი, Barcelona, Barcelona



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.