Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lela041 blog

კვამლთან ერთად ჩასუნთქული ლექსი,
გრძნობებისგან გაგუდული სევდა,
სიკეთის და სიყვარულის ღმერთი,
რითმების და ოცნებების მტვერთან!
გულის სიმებს მოწყვეტილი ბგერა,
შეპარული ერთმანეთის ხმაში.
ლექსის ძალით შემოსული რწმენა,
დროის რაღაც უსასრულო წამში!
ამ საღამოს არ გასული წუთით...
ერთმანეთის მონატრება სურდა,
კედლებს ისე გაეჟღენთა ლექსი,
რომ სიტყვები, უმეტყველოდ დუმდა.....

14:52

ყელზე მძივი - ფერად-ფერად ქვებით,
ბიბილოზე კონწიალა ასხმა...
გიყურებ და ღიმილამდე ვთბები,
გარეთ კიდევ წვიმა იქცა თავსხმად!
მოხატული გვირილებით კაბა,
გულისპირის ვნებიანი სიღრმე...
ვით ბახუსი უკვე აშლილ ტაბლას
უშენობა ზუსტად ისე მიღრენს.
მხრების თავზე მზე დატოვებს ნაწერს
წითელ ლაქად და მაცდური მზერით
როგორც შარშან, ალბათ ისე ამ წელს
გელოდი და ისევ ისე გელი.
ყელზე მძივი - ფერად-ფერად ქვებით...
ბიბილოზე კონწიალა ასხმა...
ფიქრში გხედავ და სულამდე ვთბები
მე რას მიშლის, იყოს გარეთ თავსხმა

14:48

მოდი შენ და მითამადე,
პური მარგე, ღვინო მარგე,
მეც მოგართმევ ცრემლით ცვრიანს,
გოგო, ჩენი გულის მწვადებს!..
ჩემი ლექსის სუფრის თავში
ადგილს გითმობ სათამადოს,
შენს სამეფოს შეუერთე
ჩემი მძლავრი სათამადო!..
როგორც შენ გსურს ითამადე,
ლექსად მხარჯე, სიტყვით მხანჯლე,
არ მოგაკლებ შენგან დაჭრილ
ჩემი გულის ცვრიან მწვადებს

14:46

ეგ ფიალა შემივსეთ და მომაწოდეთ!
უნდა შევსვა, გული სევდით ავსილია...
დავთვრები და ჩემი სევდაც დაითვრება,
დამავიწყდეს რაც ტკივილით განცდილია...
ჩემს ბოღმასაც დავახრჩობ და მოვისვენებ...
თორემ გულში ყველაფერი აშლილია...
თუნდაც ბევრი ეცადო და გადახაზო,
განა მართლა სამუდამოდ წაშლილია?..
ჩამოასხით, უნდა შევსვა ლალისფერი,
დავივიწყო, რომ სიგიჟეს მარტი ჰქვია...
ცხოვრებაში რაც კი რთულად მიგვაჩნია
დავიჯერო, ის ყველაზე მარტივია?!..

14:45

მომენატრე და დღეს ჩემთან მთები არის,

და მწვერვალებს ხელი ძმურად გადავხვიე,

მომენატრე, როგორც ხარჯიხვს ლებიანი,

ეს ბარათი თუ არ მოგწონს გადახიე.

მომენატრე, რა მოგწერო სხვა წერილი,

ჟამს უბადრუკს, ნაღვლიანი სულით ვათრევ,

მთის შუბები ზედ გულზე მაქვს მოჭერილი,

მომენატრე, იცი, როგორ მომენატრე.

ჩემი სული წამებისთვის გამიმეტდა,

დიდი ქარი ჩემს კარიბჭეს გაბმით ამტვრევს,

თმა კი არა, მგონი სისხლიც გამითეთრდა,

მომენატრე, იცი, როგორ მომენატრე.

მალე ალბათ ხორცი ძვლებზე მომადნება,

ალბათ ღამეც ამ ჩემს სულში გაშლის აფრებს,

წამილეკა ყველაფერი მონატრებამ,

მომენატრე, აუ, როგორ მომენატრე

14:22

ვაჟკაცური დამიდია ღმერთთან ფიცი:
ყოველ წუთას გორდას უნდა ვლესავდე...

მეტოქესთან მეტოქური ბრძოლა ვიცი,
ნუ მიმტყუნებ, გოგოვ, შენი კვნესა მე.

შენს ძებნაში გზა-კვალი რად ამერია,
წვიმამ რისთვის გადარეცხა ფიქალი,
ვარსკვლავებში შენი თვალი რომელია -
ვეჩურჩულო ნანატრი-ნაფიქრალი.

ატმის ყვავილს გააბაცებს შენი ტუჩი,
შენს სუნთქვაში ია უწყლოდ იხარებს...
მე თუ დამჭრა, სიყვარულმა დამჭრა გულში,
ჩაჩოქილიც შენსკენ გადმოვიხარე.

სიცოცხლეში სიყვარული ერთხელ მითქვამს,
ამ სიყვარულს ვეძებ, დავიარები,
დასალევად წინანდალის ღვინო მიყვარს,
დასათრობად შენი შავი თვალები

14:20

სიზმარში გნახე, გუშინდელ ღამეს,
შენ შემეკითხე, ნეტავ ვინახარ?
სიზმრიდან ცხადში გადმოვაბიჯე,
და გეუბნები მე შენ მიყვარხარ.
ბედნიერება რა არის ნეტავ?
ცისკრის ნათება? მზის ელვარება?
ბედნიერება ის არის ალბათ,
უყვარდე იმას, ვინც გენატრება.
ნახე გაწვიმდა, ტირის ბუნება,
ნახე სისველე იგრძნო ტუჩებმა,
ხედავ ატირდა, ჩემი თვალები,
და იცი რატომ? შენ მენატრები.
ჩემტვის გაჩენილხარ,და ვიცი ვინცა ხარ,
ჩემი ოცნება ხარ, სიცოცხლეს ვფიცავ,
გულის სიღრმეში, ოცნებით გინახავ,
ღმერთია მოწამე, რომ ძლიერ მიყვარ.
მინდა მოგეფერო, თბილი ხელებით,
გული გაგითბო, ლამაზი სიტყვებით,
ყოველ დღიური, ფიქრის ღმერთი ხარ,
და მონატრების, ცრემლის წვეთი ხარ

14:18

სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ, სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი.
მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი, გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია, სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი,
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი.
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს სიჩუმის ტრფიალი.
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი.
სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით,
გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა, როცა არ ვიქნები იქნება გვიანი:-)
:-)


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline lela041 (35)
ესპანეთი, Barcelona, Barcelona



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.