Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

მაიოს კლინიკის დიეტა - ცხიმის დამწვავი სუპი

არ შეიძლება არანაირი ალკოჰოლური სასმელის მიღება, რადგან ეს არღვევს ორგანიზმიდან ცხიმის გამოდევნის პროცესს. დიეტას თავი უნდა დაანებოთ ალკოჰოლის მიღებამდე დაახლოებით 24 საათით ადრე.

დანიშნული მედიკამენტების მიღება ნებადართულია.

დიეტის საფუძველია "წვნიანი, რომელიც წვავს ცხიმს". ის ყოველდღიურად უნდა ჭამოთ - იმდენად ხშირად და იმ რაოდენობით, რამდენიც მოგესურვებათ. რაც მეტს შეჭამთ, მით მეტს დაიკლებთ.

დიეტის ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში თქვენ 4,5-დან 8 კგ-მდე უნდა დაიკლოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პროდუქტები, რომლებიც დიეტითაა რეკომენდებული, სწორედ იმ დღეს მიირთვათ, როცა დიეტითაა გათვალისწინებული.

თუ კვირის განმავლობაში 7 კგ. ან მეტი დაკარგეთ, დიეტა მინიმუმ 2 დღით მაინც უნდა შეწყვიტოთ. მისი გაგრძელება ნებისმიერ სხვა დროს შეგეძლებათ. ნუ შეჭამთ სუფს დიეტის გარეშე.

ამ დიეტის განმეორება იმდენად ხშირად შეგიძლიათ, რამდენადაც ისურვებთ. ისევ პირველი დღით უნდა დაიწყოთ.

დიეტა იმდენ ხანს გააგრძელეთ,სანამ დადებით დინამიკას შენიშნავთ თქვენს ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაში.

წვნიანის რეცეპტი: 6 საშუალო ზომის ხახვი, რამდენიმე პომიდორი,1 თავი კომბოსტო, 2 მწვანე პილპილი, 1 კონა ნიახური, 2 ცალი ბოსტნეულის ბულიონის კუბიკი.

ბოსტნეული წვრილ და საშუალო ზომებად დაჭერით და დაასხით წყალი. დაუმატეთ მარილი, პილპილი. ძლიერ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ ცეცხლი გაანელეთ და განაგრძეთ ხარშვა, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება.

სუფი კალორიებს არ შეგმატებთ.

თუ სახლიდან დილიდან გადიხართ, გაამზადეთ და თერმოსით თან წაიღეთ. თუმცა, არ ღირს მხოლოდ მისი ჭამა. რაციონი სხვა პროდუქტებითაც ცუნდა შეივსოს.

პირველი დღე. სუფი, ხილი. შეგიძლიათ ჭამოთ ნებისმიერი ხილი,ბანანის გარდა. სასმელად გამოიყენეთ უშაქრო ჩაი, ყავა (ურძეო), ან წყალი (რაც შეიძლება მეტი).

მეორე დღე. სუფი, ბოსტნეული. შეგიძლიათ, ნებისმიერი ბოსტნეული მიირთვათ (უმი, ახალი თუ კონსერვირებული). დაშვებულია მწვანილიც. ეს ყველაფერი სუფთან ერთად მანამ მიირთვით, სანამ არ დანაყრდებით. თავი შორს დაიჭირეთ მწვანე ბარდისა და სიმინდისგან.

ამ დღეს სადილად გამომცხვარი კარტოფილია დაშვებული. არანაირი ხილი. სვით წყალი.

მესამე დღე. სუფი, ხილი, ბოსტნეული. ჭამეთ სუფი და ყველა ბოსტნეული და ხილი, გამორიცხეთ მხოლოდ კარტოფილი. სვით წყალი.

თუ ამ სამი დღის მანძილზე დიეტას ზედმიწევნით იცავდით, სავსებით შესაძლებელია, ამ დროისთვის 2,5-3 კგ. დაგეკლოთ.

მეოთხე დღე. სუფი, ხილი, ბოსტნეული, ბანანის ჩათვლით. შეგიძლიათ 3 ბანანი ჭამოთ (სხვა ხილი - რამდენიც გნებავთ) და იმდენად ბევრი წყალი, რამდენსაც შეძლებთ - წვნიანის პარალელურად.

მეხუთე დღე. საქონლის ხორცი და პომიდორი სუფთან. შეგიძლიათ 300-800 გრ. ხორცი ან ერთი ქილა კონსერვირებული პომიდორი (ან მხოლოდ ახალი პმიდორი - რამდენიც გნებავთ). თუნდაც ერთხელ დღეში სუფი მიირთვით.

მეექვსე დღე. საქონლის ხორცი და ბოსტნეული (განსაკუთრებით ფოთლოვანი) და სუფი. ხორცი და ბოსტნეული დანაყრებამდე მიირთვით. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ 2 ან 3 ბიფშტექსი და ყველანაირი ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული ჭამოთ. ოღონდ კარტოფილის გარდა. სვით წყალი.

მეშვიდე დღე. ყავისფერი ბრინჯი, ხილის წვენი, ბოსტნეული და სუფი. ბრინჯის დამატება წვნიანში შეიძლება. სვით წყალი.

კატეგორიულად იკრძალება: პური, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი. არ შეიძლება შემწვარი და ცხიმდამატებული საკვების მიღება.

ზოგადი წესები:

მკაცრად დაიცავით ყოვედღიური რეკომენდაციები.

არადაირი გადახვევა არ დაუშვათ.

დილაობით აიწონეთ.

წვნიანი ჭამეთ ყოველთვის, როცა იგრძნობთ შიმშილს.

ფრთხილად იყავით ზეთთან – მისი მიღება კვირაში ერთხელ გამომცხვარ კარტოფილთან შეიძლება მხოლოდ.

ხორცს ზედმიწევნით მოაშორეთ ცხიმი. ფრინველის ხორცს კანიც მოაშორეთ.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.