Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
sofi1985 blog
ისევ ჩემეული

ცრემლში შერეული

წვიმა მოეპარა ღამეს.

სანამ გათენდება,

წვიმაც გაჩერდება,

მერე მოვიფიქრებ რამეს.

ისევ სუსხიანი, ონავარი ქარი

ჩემთან სიახლოვეს ბედავს.

ღამეს ეცოდება ცრემლიანი ქალი,

მჯერა, გეფიცები დედას.

სიზმრად დარჩენილი ყვავილების თოვა,

შორეთს მიპყრობილი თვალი.

აქაოდა მალე გაზაფხული მოვა,

თუმცა არ გამოჩნდა კვალი.

აღარ მეშინია ნაცრისფერი ნისლის,

აღარ ვმღერი ცისფერ მტრედზე.

გადაღლილი მთვარე ოქროს პერანგს იცვლის,

დარდობს ჯერ არ ნახულ მზეზე.

წლები მაცილებენ სევდიანი ზურნით,

სული ატირებას ბედავს..

ღამის მოფორებით და ლექსებზე ზრუნვით

გავძლებ, გეფიცები დედას.

ისევ ჩემეული,

ცრემლში შერეული

წვიმა ამიტირებს ღამეს.

სანამ გაჩერდება,

სანამ გათენდება,

მანამ გადავმალავ სადმე.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline sofi1985
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.