Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
sofi1985 blog

SIYVARULI.......

მაინც რა არის სიყვარული?

იჯდა, დარდობდა და ფიქრობდა

გული სამსჭვალებით მიღარული

საკურთხეველზე რომ მიჰქონდა.

–მაინც რა არის სიყვარული?

...სიყვარული ისეთი შეშლილია

სიყვარულის ყველას ეშინია

სიყვარული კი : ნამდვილია!

ამ ქვეყნად ერთი ქალაქია

შიგ ქვის სახლები ალაგია,

დადიან, ხარობენ, იცინიან,

ჩემში კი ისეთი სიცივეა..

–მაინც რა არის სიყვარული?

სიყვარული ისეთი შეშლილია

შეხედეთ :

ცრემლები, ცრემლები მერევა

ჰოი, თქვენ სამყაროს ფერადო გარსებო

ო, ბედნიერება, ო, ბედნიერება

ო, ბედნიერება, – რომ იგი არსებობს!

და ერთადერთია, ჩემგვარი ბევრია

ასე სევდიანი, ასეთი უმიზნო

შეუძლებელია, შეუძლებელია ცხოვრება უმისოდ!

მას მადლი უფლისა შუბლზე აწერია,

იგი მაღალია სხვაგვარი წოდებით,

ის ერთადერთია, ჩემგვარი ბევრია

ის ერთადერთია და მე... ვეცოდები,

მაგრამ სიყვარული ისეთი შეშლილია

სიყვარულის მასაც ეშინია.

მე კი შევიშალე მიტომ ვეკრძალები

მხოლოდ მოგონებებს ვეძალები..

ჰქუხდნენ ბედნიერი ორკესტრები

იჯდა, იღიმოდა, საუბრობდა.

ღმერთო კიდევ როდის მოვესწრები?

ამგვარ მიახლებას საუფლოსთან?

მალე შეაკვდება ხელი სიმებს,

სიკვდილი – სიყვარულზე ადვილია

უფალო!

შემიბრალე, შემისმინე.

უკანასკნელია!

ნამდვილია!

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline sofi1985
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.