Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
sofi1985 blog
გეჩურჩულები:
არ დამიჯერო, როდესაც ვამბობ- მიყვარხარ.
როცა ნესტიან კანზე ცხელი ტუჩებით გატოვებ სურვილს
და თვალებს შენს ძლიერ მხართან მალულად ვხუჭავ,
მეშინია, გავახელ და-
ამიცხადდები.
გეჩურჩულები:
არ დამიჯერო, როდესაც ვამბობ- მჭირდები.
ეს ღამეები,
ეს მკრთალი შუქი,
ეს ბამბუკისგან გამოჭრილი მაგიდის ლამფა
და შენი ოდნავ გაბზარული ხმაც,
მხოლოდ და მხოლოდ
ჩემი თავიდან დასაღწევად გამოვიგონე.
თორემ, ვის...
ვის ვჭირდებით, კარგო?
ვინ ვის წაათრევს მღვრიე ტალღის
საპირისპიროდ.
ხელს გაგიშვებენ
სადღაც, მკვეთრ და ღრმა მოსახვევში,
თვითონ ღიმილით გაცურავენ
სხვა ნაპირისკენ...
გამორიყული ზღვის ქალივით,
როგორც ქვიშას, შენს ცხელ სხეულს თითებში ვიცრი
და თუ ვერ ვამბობ-
სიცოცხლეზე
მეტად მიყვარხარ-
ნუ დამიჯერებ...
ჩასრიალებულ კაბასავით
გველი არის ჩემი დუმილი

Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

და თუ ვერ ვამბობ-
სიცოცხლეზე
მეტად მიყვარხარ-
ნუ დამიჯერებ...
ჩასრიალებულ კაბასავით
გველი არის ჩემი დუმილი
#1, 10.01.2012 - 13:41
თინანოოოო გაიხარე გენაცვალე
10.01.2012 - 13:58
 

User
offline sofi1985
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.