Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
sofi1985 blog

dzlier miyvardi

მწვავ და ალი კი ლექსებად ამდის,
ცასაც გაჭვარტლავს პირდაპირობით.
იმ საღამომდე ყოველდღე მწამდი
და შეგიძულე ერთი პირობით,
.
რომ უფრო ძლიერ მეყვარებოდი !
.
ისე შეგიგრძნობ ვით პეტრე ქრისტეს,
სამჯერ უარყო მამლის ყივილზე.
მეც უარგყავი და ვერ გავრისკე.
თვალი დავხუჭე ამდენ ტკივილზე.
.
მას მერე არის ლურჯად რომ არ წვიმს,
არც თოვლია და მოდის ზამთარი.
ფრთები დააჭრეს თავნება არწივს,
ახლა ლოთია_სევდით გამთბარი.
.
გოლგოთად იქცა ყველა აღმართი,
ცისარტყელაც კი შავ-თეთრი გახდა.
მთვარეს დაედო ფერი წარმართის,
მზისგან მიიღო რუჯი და გახმა.
.
მგლებმა დაიწყეს ბალახის ძოვა,
გრძელი ზაფხული მობეზრდათ ირმებს.
სიკვდილი სხვაგან სად წავაი მოვა.
მოვა და წავალ, წამად გაირბენს.
.
მე დღეს სვავებმა წამართვეს ტახტი,
ხალხს შეუყვარდა წითელი ფერი.
ამ უშენობით მოკვდავი გავხდი,
გვერდით არ მყავხარ შენ, ჩემი მერი.
.
სიყვარულისგან გულს გული ტკივა,
სიცარიელე აწუხებთ წიგნებს.
მაგ მკერდთან სითბო ვერასდროს მივა
და ეს ვნებებიც გზას ვერ გაიგნებს.
.
ვდუღვარ, ორთქლი კი ლექსებად ამდის,
ცასაც აოგნებს პირდაპირობით.
აქამდე მუდამ, ყოველთვის მწამდი
და შეგიძულე ერთი პირობით,
.
რომ უფრო ძლიერ მეყვარებოდი

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline sofi1985
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.