Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

ბეღურების საკენკი..

ისე ახლოდან ვგრძნობ,შენს სუნთქვას,რომ თითქოს აქ ხარ,თითქოს მოხვედი და სიხარულისგან ტანში ჟრუანტელი მივლის...

ბედნიერებისგან ლოყები მეფაკლება და მინდა ვიცეკვო,ბეღურების საკენკივით დავცვივდე მიწას...ჯერ ხომ ადრეა ,საოცრად ადრე,...ჯერ იანვარი,მერე წყალ-წყალა თებერვალი უნდა გავლიო,,,მაგრამ ისე ახლოს ხარ,როგორც არასდროს...ჩიტების ჭიკჭიკი ჩამესმის და დაბერილი ყლორტების სურნელი ,გულს საამოდ მიწვავს...

გულაღმა ვწევარ,ფანჯრებიც გამოვაღე თითქოს და ვხედავ,მზე როგორ ამოდის..რა მაგარია,რა სიცოცხლეა მზეე....

მერე ჩამოვსხდებით მე და ჩემი უბნის ბავშვები და ვიოცნებებთ...ვიოცნებებთ უსასრულოდ,იმდენს,რომ მოგვბეზრდება ეს გულცისფერა ჩიტები და რეალობას მივაკითხავთ...ჩვენს ძველ სახლებში,დავბრუნდებით და ძველი წიგნების კითხვით ვიჯერებ გულს...

ჩემი წარმოსახვა ზამთარში მზეს ჰგავს,მზიან ღამეს,რომ გავთბე...ზაფხულის თაკარა მზეც ვარ,როცა ძალინ ცივა...საკმარისია თვალები დავხუჭო და დავინახო, ცამდე ფეხით მიმავალი მთები...


Tags:

 
Interesting
positive votes: 12  |  negative votes: 0

Write comment:

aMIRZAde (46)
მერე მოვა მარტი და თმებში ჩაგიწნავს ყოჩივარდებს...))
#2, 10.01.2012 - 03:04
ისე ახლოდან ვგრძნობ,შენს სუნთქვას,რომ თითქოს აქ ხარ,თითქოს მოხვედი და სიხარულისგან ტანში ჟრუანტელი მივლის...
#1, 09.01.2012 - 14:43
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.