Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tamta- blog

ტარიელ ჭანტურია

"შენთან ძილი მინდა,შენგან შვილი მინდა,

შენი სიცოცხლისთვის _ თუნდ სიკვდილი მინდა.

შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა.

შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.

ჩემი არ მეყოფა _ სხვისი წილი მინდა,

სხვა დაბადებისდღე _ სხვა ქორწილი მინდა!

შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა.

შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.

მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა.

შენ რომ უნდა მოგკლას, ის სიკვდილი მინდა.

შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა.

ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა.

შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა.

შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა.

შენთვის "რენო" მინდა, შენთვის "ზილი" მინდა.

შენი შემოხედვა _ კმაყოფილი მინდა.

მთელი საქართველო ასე ზრდილი მინდა.

შენად დასახსნელად _ ავთანდილი მინდა...

შენთან ძილი მინდა... შენგან შვილი მინდა..."


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline tamta-
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.