Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
sofi1985 blog
  1. დამიმახსოვრე, მე ყოველდღე გარეკანს ვიცვლი,
    ვიცვლი ხასიათს და განწყობებს, ვითარცა წინდებს...
    შენს ნაკვალევზე, ვით საზღვარზე, სიფრთხილით ვივლი,
    შეურიგებლად დავისახავ ათასგვარ მიზნებს!

    გთხოვ შეეცადო, გაიმეტო უვადო განცდა,
    უზომო ტკივილს ჩავანაცვლებ გამჭოლი მზერით...
    გთხოვ შეაერთო, თუკი ისევ ჩვენს შორის გაწყდა,
    ყველა კავშირი, მწვერვალების სუსხი და მტვერი!

    გათოშილ ხელებს გამოგიწვდი, როდესაც ვიგრძნობ
    სამყაროს თაღზე, ატომივით, შენს აფეთქებას...
    ყველა ღმერთებში უშეცდომოდ, უმალვე გიცნობ
    და სულის შტორმით გამოვხატავ მძლავრ აღელვებას!

    მოდი, ავიღოთ ხელი თავზე, გავტეხოთ ნავსი,
    მოდი, სიგიჟეს ავაწყვიტოთ ყველა ქამრები...
    ქვეყნად არავინ იბადება ჩვენივე მსგავსი,
    არსად არავინ გამოჩნდება ჩვენი გამგები!



    მსურს შეგახსენო, რომ მე ხვალაც შევიცვლი იერს,
    ნირს, გენეტიკას გამოვიცვლი, ვითარცა საცვლებს;
    ვეღარ მიხილავ ჰორიზონტზე _ დამფრთხალს და მშიერს,
    შეურიგებლად გადმოვლახავ შენამდე საზღვრებს!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

gaixare
#1, 09.01.2012 - 13:26
 

User
offline sofi1985
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.