Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

კვლავ რომ მიყვარდე, არ მნექნება ამის უფლება...

ის დროც დადგება, - თუკი იმ დროს დადგომა ეთქმის
როცა ყოველი ჩემი ნაკლი თვალში გეცემა,
როცა სიკეთეს მოიმრავლებ მარტოდენ შენთვის
და სიყვარული მოგონებას გადაეცემა.
ის დროც დადგება, როცა გზაზე ერთად ჩავივლით
და შენს მზერაში მზის სხივები აღარ გაკრთება,
როცა წამიერ შემომხედავ, ჩემზედ მწყრალივით,
და მთელი სახე გულგრილობით დაგენაკვთება.
ის დროც დადგება, განვიკითხავ საკუთარ ცოდვებს,
წარმომავლობის სინანული გაათკეცდება
და ჩვენს სიყვარულს საძრახისი თუ კი რამ მოსდევს
მე დამრჩება და შენს გაკიცხვას არვინ ეცდება.

და თუ არჩიე ტრფობის უღელს თავისუფლება,
კვლავ რომ მიყვარდე, არ მნექნება ამის უფლება...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

sheqspiri umagresia... tu kidev daamatebt didad visiamovneb.:)))))
#2, 09.01.2012 - 14:23
ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დამრჩეს . .
09.01.2012 - 15:04
is droc dadgeba:(((
#1, 09.01.2012 - 14:22
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.