Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
antares blog

შენ უჩემოდ არ დადგები ჩემი მოლოდინი გქვიან...


„ვერიკოს“

…შენზე ბევრი კამათია.
კითხულობენ, შენ რა გქვიან?
შენ უჩემოდ არ დადგები
ჩემი მოლოდინი გქვიან.
უპასუხოდ არ დამტოვებ
ჩემთან მუსაიფი გქვიან.
დამტოვებ და ისევ მოხვალ
ფიქრი გქვიან, დარდი გქვიან,
შენ ხომ იცი, მეც ხომ ვიცი,
ალი გქვიან, ქალი გქვიან
ამბობენ, რომ ჯერ ბავშვი ხარ,
არ შემრჩები დიდხანს ცოლად.
მე არ მინდა დავიჯერო,
ნათქვამია ჭორის ტოლად.

შალვა ამირეჯიბი
/ქართველი პოეტი, 1919 წელს ცოლად შეირთო ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც დიდხანს იყო მისი პოეტური შთაგონების წყარო. პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი 1887 წელს/

Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.