Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

”სიკვდილის შემდეგ რა იქნება?-”ჰკითხა მამაომ...

ცისფერი ყვავილივით,ლამაზი იყო,დისო...მდელოზე გაზარდა დედამ...ნიავივით დაჰქროდა ოცნებებში...უყვარდა სინათლე,სითბო...დიდი,თეთრი, ფრთები და იები ჰქონდა,მხრებზე ამოქარგული...ძალიან უყვარდა მზიანი დილა და ფიქრი...ნაწვიმარი მდელო და დიდი,სევდიანი თვალებით ცრემლებით ჰქონდა სავსე...ცრემლები წვიმასავით ცვიოდნენ,როცა გულს ტკენდნენ..როცა, მისი სულის ნაკვალევზე ,დარბოდნენ სხვები და გოგონა,შეიცვალა...შეიცვალა გარეგნულად...ფრთები მოიხსნა თავისი ნებით და სამოსის გარეშე დარჩა, პატარა...,,თოვლის გუნდასავით თეთრი და შემოდგომის ფოთლებს დაემსგავსა,მისი ლამაზი გული...

მე მტკივა დისო...ის ჩემი მეგობარია და მიყვარს...მიყვარს და მინდა,დავეხმარო,..სული შევაშველო,მის სულს,,ხელი ჩავკიდო და ვუთხრა,რომ არც მე მაქვს,ფრთები,მაგრამ მაინც ვცხოვრობ..მაინც მიყვარს,მზე,,ცა,,ყვავილები,,დედამიწა მიყვარს..მთვარესავით დიდი და ბაბუწვერებს დაუჯერე,როცა იმედი ქრება..როცა გტკივა,,როცა სიყვარულიც ქრება...ბაბუაწვერას გაცვენილი ფოთლები ნუ გეგონება,სიცოცხლე....სიცოცხლე-სიყვარულია,სიყვარული კი ღმერთია...მზის დისკოა და გვირილების დიდი თაიგულია სიყვარული...

გახსოვს გვირილების თაიგული,რომ გაჩუქე?როგორ გიხაროდა?გახსოვს,ჩემიც არ გჯეროდა სიხარულო?მე კი მჯეროდა შენი,მჯეროდა და მიყვარდი ძალიან..უანგაროდ და მოულოდნელად,რადგან შენს გულს ვხედავდი...

,ადამიანების გარეშე,როგორ ვიქნებით??როგორ გავძლებთ,ერთმანეთის გარეშე?ყოველთვის კარგია ორი ერთად,ორი მეგობარი,ორი ადამიანი,როცა მიუყვება ცხოვრების გზას,ყველაფერი ლამაზი და მარტივია..ყველაფერი წრფელია,როცა ნამდვილი სიყვარულია...

სიყვარულს, ადამიანურს, ვგულისხმობ,ქალ-ვაჟური სიყვარული კი ვის აუხსნია?ამიტომ ადამიანურ სიყვარულზე მინდა გიამბო..ერთმანეთისთვის უანგაროდ გაწვდილ ხელებზე...მე მჯერა შენ და ყოველთვის მენატრება,შენთან საუბარი...შენი მეგობრული რჩევები და დარიგებები...შენ მე მჭირდები,მე სხვას,სხვას სხვა და ასე, ერთი, დიდი, ჯაჭვია ,ადამიანების სიყვარული...

იცი მე უკეთესად ცხოვრების იმედი არასდროს დამიკარგავს..ეგ კი არა,რომ იცოდე რამდენი იმედი გამომიგონია,,ვინ მოსთვლის,,ძალიან ბევრი...თვალები დამიხუჭავს და მიოცნებია..ოცნებები ?ჩვენი მარგალიტები?მათზე უარს როგორ ამბობ,ლამაზო?როგორ დაივიწყე გულწითელა ოცნებები??

მეც ხშირად მქონია გულისტკივილი,ხან რა მტკიოდა და ხან რა..ხან სული და ხან თირკმლები...ჩემი თირკმლების ამბავი ხომ იცი?გადაწყვიტეს ეღალატად ჩემთვის და რეამიანციაც არ ამცდა,მაგრამ ვინ დაუგდო ყური ტკივილს?ვინ მისცა ნება უიმედობას?მეორედ დაბადების იმედად,მე ვერ ვიქნებოდი,ამიტომ დედამ ღმერთს მთელი გულით სთხოვა და უცებ მოვრჩი,გამოვკეთდი ჩემო ლამაზო...ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია სიხარულო..ღმერთი გულშია და ისეთი ლამაზია,მისი იმედი,,მისი ჯვარცმა სანთელივით ანთია გულში...

მე ვიცი ყველაფერი კარგად იქნება,თუ ღმერთს თხოვ,თუ მოინდომებ...როგორ დაგავიწყდა მამაოს სიტყვები?სიკვდილის შემდეგ,რა იქნება დისო?შენ უთხარი ჯოჯოხეთიო?რატომ?რატომ ჯოჯოხეთი,როცა ღმერთმა სამოთხე გვაჩუქა?როცა მზე ცაზე და მიწაზე კი, ერთმანეთისთვის, შეგვქმნა ადამიანები???

ის გაიხსენე .კუნძულ კეფალონიაზე,ყოველ წელს,როცა ღვთისმშობლობაა,მთიდან შხამიანი გველები ეშვებიან და ღვთისმშობლის ხატს ეხვევიან..ლეგენდის თანახმად,საუკუნეების წინ,ამ ადგილას მონასტერი ყოფილა,, დამპყრობლები შემოსევიან ტაძარს და მონაზვნების ხელში ჩაგდება განუზრახავთ...დედებს ღვთისმშობლის ხატისთვის უთხოვიათ დახმარება და ისინი ლოცვის ძალით გველებად გადაქცეულან,ტაძარი დაუტოვებით და გადარჩენილან..ამის შემდეგ კი,ყოველ წელს,ისინი საოცარი მოშურნეობით მოისწრაფვიან ტაძარში..ღვთისმშობლის ხატთან,,არც შხამიანები არიან და როგორც კი საღამო დგება,ისევ მთაში ბრუნდებიან...დააკვირდი მათ მოშურნეობას ,,როგორ ისწრაფვიან ტაძარში...ეს საოცრებაა,მაგრამ ამის ამსახველი კადრებიც,რომ არ მენახა,მაინც დავიჯერებდი...მე მჯერა სასწაულის,მჯერა,რადგან თვითონ ადამიანია დიდი საოცრება...არარსებობიდან მოგვიყვანა უფალმა,,გვიბოძა სული და ახლა,შენ ამ ნაწერს,რომ კითხულობ,რომ ცოცხლობ,,ეს ხომ ბედნიერებაა?ბედნიერებაა,როცა ხედავ,როგორ უყვარხარ სხვა...შენს მეგობრებს,დედას,,ღმერთს...უყვარხარ,რადგან გონი გიბოძა..გონიერება,ხომ სათავეა ყოველგვარი სიკეთისა...ზომიერება და სიყვარული....

სიყვარულის გარეშე არაფერი არსებობს და მე შენ ძალიან მიყვარხარ...მიყვარხარ და მინდა ერთად ვიყოთ,კარგად ვიყოთ..სანამ ვართ...გვიხაროდეს სიცოცხლეე...უფლის სიყვარული არ დავივიწყოთ და მისი ჯვარცმა გვახსოვდეს ყოველთვის...

შენი დადუნა..


Tags:

 
Interesting
positive votes: 28  |  negative votes: 0

Write comment:

magaria
#6, 11.01.2012 - 22:24
teklat (29)
sikvarulis gareshe araperi ar arsebobsssss
#5, 11.01.2012 - 16:10
enji777 (29)
სიცოცხლე-სიყვარულია,სიყვარული კი ღმერთია...მზის დისკოა და გვირილების დიდი თაიგულია სიყვარული...
#4, 10.01.2012 - 21:25
enji777 (29)
გვიხაროდეს სიცოცხლეე...უფლის სიყვარული არ დავივიწყოთ და მისი ჯვარცმა გვახსოვდეს ყოველთვის,,ყველგან...
#3, 10.01.2012 - 21:24
სიცოცხლე-სიყვარულია,სიყვარული კი ღმერთია...მზის დისკოა და გვირილების დიდი თაიგულია სიყვარული...
#2, 10.01.2012 - 12:28
NANONANIKO (43)
სიყვარულის გარეშე არაფერი არსებობს და მე შენ ძალიან მიყვარხარ...მიყვარხარ და მინდა ერთად ვიყოთ,კარგად ვიყოთ..სანამ ვართ...გვიხაროდეს სიცოცხლეე...უფლის სიყვარული არ დავივიწყოთ და მისი ჯვარცმა გვახსოვდეს ყოველთვის...
#1, 10.01.2012 - 00:48
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.