Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
te-o blog

გელა დაიაურს...მამა პეტრესგან....


'მე ჩემი გზა მაქვს, ჩემი ბილიკი,
უცხო ავდარი, უცხო ვედრება...''
ვინ გედავება, ძმაო, პირიქით...
ვიცი, არ გიყვარს თქმა და ყვედრება...
ვიცი, ერთგულად უძლებ სიმძიმეს,
ვიცი ჯვარცმული გზები გელიან...
ბევრია, მეტად რაც არ ვიცი მე,
და რაც სიკვდილზე უფრო ძნელია.
ვიცი, არღუნთან ისევ რომ დაობ,
მუცოს კოშკებთან ზვავს რომ აჩერებ,
გამკვირვებია სიმტკიცე ძმაო,
ნეკნი არ გტკივა?! ვერ დამაჯერებ...
სულში ცრემლები რომ დაიგუბა,
უღვთოდ წალეკავს ყველა ნაპირებს,
მღვრიე ტალღებში მზე დაიღუპა,
ცა მოწმენდილზე წვიმას აპირებს...
ვიცი, დამრეცი გზები გელიან,
ვერვინ უარყოფს შენც იცი, ამას...
ყრმები დედასთან ერთად მღერიან
და დასტირიან ცოცხლად მკვდარ მამას...
შენ შენი გზა გაქვს, შენი ბილიკი,
უცხო ავდარი, უცხო ვედრება,
და ხევსურეთი, როგორც პირიქით,
ჯვრის ტარებაში ვინ შეგედრება...

Tags:

 
Interesting
positive votes: 64  |  negative votes: 0

Write comment:

ramata77 (38)
სულში ცრემლები რომ დაიგუბა,
უღვთოდ წალეკავს ყველა ნაპირებს, adamıans mtelı cxovreba gauqra...gmertma gaazlıeros
#14, 12.01.2012 - 03:27
likalika26 (48)
shemi azrit aset dros rmerti adamians azlevc gamzleobas da motminebas,rmertma gaazlieros gela .........enit utqmeli tkivilia........
#13, 12.01.2012 - 02:43
eshlii (43)
#12, 11.01.2012 - 23:33
magaria
#11, 11.01.2012 - 22:26
JAPEXA (26)
es kaci martlaa vajkacia, rasac es kaci udzlebs, 99 % ver gaudzlebda
#10, 11.01.2012 - 16:39
cisiaa (27)
უცხო ავდარი, უცხო ვედრება..
#9, 11.01.2012 - 15:42
dzalian magari leqsia
#8, 11.01.2012 - 02:15
ivane8 (32)
'მე ჩემი გზა მაქვს, ჩემი ბილიკი,
უცხო ავდარი, უცხო ვედრება...''
ვინ გედავება, ძმაო, პირიქით...
#7, 10.01.2012 - 21:41
enji777 (29)
შენ შენი გზა გაქვს, შენი ბილიკი
#6, 10.01.2012 - 21:17
teklat (29)
momecona
#5, 10.01.2012 - 17:43
1  2  [»] 

© 2017 Face.ge - all rights reserved.