Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog
ნივთებს აბარგებს მგზავრი მომავლის;
იაფფასიან ფრაკებს და ყლინჯებს
კეცავს და
იერსაც იძენს ვინმე მოწამის,
- სჩანს უდაბნოში კვლავ შეაბიჯებს...
ვერც ავდარს
ძალუძს გზა შორი აუტალახოს,
ვერ მოაბრუნებს მძლავრი გრიგალიც
– დამოკლე!
ვგონებ მზადაა ბედი დალახვროს,
– სისხლით შეივსოს თასი გრაალის
და მოკლას
გახრწნილი აწმყოც – ნაშენი სიმწრით!
და სცნოს ბათილად, ნიღაბახდილად
კანონი
ყველა – ნაჟღენთი სიძვით თუ მიწით,
გამოაცხადოს იავარქმნილად
ბატონი
ყველა და მონებს მმართველთა კვერთხით
გაათრხევინოს ყლინჯთა საფლავი –
სავანე
– სავანე ფრაკთა – გართხმული ფერხთით,
ვით ბოლო გზა ხსნის – გაუკვალავი
სამარე.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.