Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tulula blog

სულ სხვების ჯერია



იმ სევდას, რომელსაც წახვალ და მიტოვებ,
იქნება შენ მითხრა, შენ მითხრა, რა ჰქვია...
მე დიდი ხანია ვასრულებ იმ როლებს,
იმ როლებს, რომლებიც შენ არ გინახია...
არ მიყვარს, არ მიყვარს გრძნობებით თამაში,
არც იმათ არ ვგავარ, ვინც ვერა მოასწრო,
და თუკი სიკვდილი კვლავ ცოტას დამაცლის,
ეგებ ეს წყურვილიც როგორმე მოვახრჩო...
ვიცი, არ სრულდება ყველა დაპირება,
რომ იფუშებიან იმედის ბუშტები,
რომ ფასი დაკარგეს ლამაზმა სიტყვებმა,
რომ აზრი არა აქვს რასაც მეუბნები...
რომ დღემდე, ძვირფასო, შენ ჩემი არა ხარ,
რომ გული დახურე და შიგ არ მახედებ,
რომ ჩემი ნათქვამი არ გიღირს არაფრად,
და რომც ვეცემოდე ხელს არ შემაშველებ...
ლარნაკში წითელი ვარდები ჭკნებიან,
ღამეა უგრძესი და გარეთ ქარია,
სულ მუდამ, რატომღაც, სულ სხვების ჯერია,
არ გინდა, ნუ მეტყვი, რომ ჩემი ბრალია...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

lamazi da dzalian sevdiani leqsia
#1, 10.01.2012 - 19:11
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.