Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
EKA3EKA blog

ყველა ნიღბიანს...

მოიშორე ნიღბები...
შენი ნამდვილი სახე ათასჯერ უფრო უკეთესია



და თან სიმართლეს უნიღბებოდ უფრო ძლიერი ხმა აქვს.
ნიღაბს იქიდან დახშულად ისმის.
რომ შეგეზარდოს, მერე?
მთელი დარჩენილი ცხოვრება მაგათ მოშორებას უნდა შეალიო...
სხვათა შორის, არც ისეთი შეცდომა არსებობს,
ჯერ რომ არავის დაუშვია და არც ისეთი,
რომლის პატიება არ შეიძლებოდეს.
მაცხოვარმა ხომ გვაპატია...
ჯვარზე ვაკრავდით და გვაპატია,
არც გვითხოვია, ისე.
ნიღბების თეატრი არაა ცხოვრება,
არ უნდა ვაქციოთ ასეთად, თორემ
რამდენ ვინმეს აქვს სურვილი
დამალოს საკუთარი თვალები.
მე და შენ-ად დაყოფილ სამყაროს ნიღბები არ უხდება,
არ შვენის. ისედაც დაყოფილი და დანაწევრებულია.
არც შენ გიხდება, თუ დამიჯერებ და მოიშორე, სანამ დროა.
ნიღაბი მშიშარა ხალხის გამოგონილია, უფრო სწორად,



შიშის გამო გამოგონილი.
შენ რისი გეშინია? ან რატომ?
ტკივილის?
აქამდეც ხომ იყო???
თუ... დაიღალე???
აიტკივე, აიტკივე, რომ გაიგო.
კიდევ ერთხელ აიტკივე...
გაუძლებ, ძლიერი ხარ და არ გაგიჭირდება.
ნუ ჩაიკირავ თვალებში კობალტის სარკის ნამსხვრევებს.
სულის შებერვა კმარა მხოლოდ და გათავისუფლდები.
ხანდახან მთელი ცხოვრებაც ხომ ერთი ღრმა ამოსუნთქვაა.
გადააგდე ნიღბები...
მე სულ მეშინია, არ შეგეზარდოს და
არ დაკარგო საკუთარი ნამდვილი სახე,
რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავ.
არ გინდოდეს უყვარდე ყველას.
ისწავლე ყველა შეიყვარო!!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 35  |  negative votes: 0

Write comment:

mirman (25)
sainteresoa....
#7, 13.01.2012 - 01:41
cisiaa (27)
გაუძლებ, ძლიერი ხარ და არ გაგიჭირდება.
ნუ ჩაიკირავ თვალებში კობალტის სარკის ნამსხვრევებს.


#6, 12.01.2012 - 21:59
gamagrdi (33)
kargi iqneboda rom martla unigbod ikvnen es adamianebi da namdvili saxis ar eshinodet
#5, 12.01.2012 - 21:45
tiko198 (90)
ex chemo kargo eg arc ise advilia,nigabi bevr tkivils agashorebs.cxovreba ulmobelia da nigabi mainc ginda rac ar unda dzlieri da kactmoyvare iyo damijere.
#4, 12.01.2012 - 14:19
teklat (29)
მე სულ მეშინია, არ შეგეზარდოს და
არ დაკარგო საკუთარი ნამდვილი სახე,
#3, 12.01.2012 - 00:37
სხვათა შორის, არც ისეთი შეცდომა არსებობს,
ჯერ რომ არავის დაუშვია და არც ისეთი,
რომლის პატიება არ შეიძლებოდეს.
მაცხოვარმა ხომ გვაპატია...
#2, 11.01.2012 - 14:11
ჯვარზე ვაკრავდით და გვაპატია,
არც გვითხოვია, ისე.
11.01.2012 - 14:13
agni121 (40)
ხანდახან მთელი ცხოვრებაც ხომ ერთი ღრმა ამოსუნთქვაა.
#1, 11.01.2012 - 04:03
11.01.2012 - 11:56
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.